გიორგი ლომია

(გადამისამართდა გვერდიდან ლომია, გიორგი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი ლომია (დ. 10 მაისი, 1975, თბილისი)[1]ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.

გიორგი ლომია
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1975 (1975-05-10) (49 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
საქმიანობა პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ლომია დაიბადა 1975 წლის 10 მაისს. მან დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2003-2012 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ნათელი გზა“ გენერალური დირექტორი. 2005-2006 წლებში იგი იყო თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიეთობის კომისიის მთავარი სპეციალისტი. 2006-2016 წლებში იკავებდა „საქართველოს სპორტსმენთა ლიგის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს „კიოკუშინკაი კარატეს“ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 2007-2016 წლებში. 2011-2012 წლებში იყო „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრი. 2013 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი უსაფრთხოების საკითხებში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. 2017 წლიდან „საქართველოს პრაქტიკული სროლის ფედერაციის“ პრეზიდენტი.

2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 4 იანვრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.[2] სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა ირმა ინაშვილთან და გოჩა თევდორაძესთან ერთად საკუთარი განცხადების საფუძველზე (გაყალბებული არჩევნების მოტივით) შეუჩერა.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გიორგი ლომია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2020-01-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-25. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
  3. „პარლამენტმა ინაშვილს, ლომიას და თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა“. netgazeti.ge. 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ლომია“-დან