ლოლა ოლბრაიტი
ლოლა ჯინ ოლბრაიტი (ინგლ. Lola Jean Albright დ. 20 ივლისი, 1924, აკრონი, ოჰაიო, აშშ – გ. 23 მარტი, 2017, ტოლუკას ტბა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომელიც ყველაზე ცნობილი გახადა საზიზღარი მომღერლის, პიტერ განის შეყვარებულის როლმა. ის მონაწილეობდა Peter Gunn-ის სამივე სეზონში.
ლოლა ოლბრაიტი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 ივლისი, 1924 აკრონი, ოჰაიო, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
23 მარტი, 2017 (92 წლის) ტოლუკას ტბა, კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1947 - 1984 |
ადრეული წლები
რედაქტირებაოლბრაიტი დაიბადა აკრონში, ოჰაიო, მარიონის და ჯონ პოლ ოლბრაიტის ოჯახში. ლოლას დედა ასევე დაიბადა ოჰაიოში, მაგრამ მისი მამა წარმოშობით ჩრდილოეთ დაკოტადან იყო.
ოლბრაიტი სწავლობდა King Grammar School-სა და West High School-ში აკრონში. 15 წლის ასაკიდან მღეროდა და 20 წელი სწავლობდა ფორტეპიანოს. ის მუშაობდა მიმღებად რადიოსადგურ WAKR-ში აკრონში.[1] 18 წლის ასაკში ის დატოვა და გადავიდა კლივლენდში, სადაც მუშაობდა სტენოგრაფად WTAM რადიოში. მისი პირველი რადიო შესრულება გავიდა WJW-ზე კლივლენდში.[2] შემდეგ გადავიდა ჩიკაგოში, მუშაობდა მოდელად, აქ ის აღმოაჩინა ნიჭიერმა სკაუტმა, რამაც განაპირობა მისი ჰოლივუდში გადასვლა 23 წლის ასაკში.[3]
კარიერა
რედაქტირებაოლბრაიტის დებიუტი ედგა 1947 წლის მუსიკალურ კომედიაში „The Unfinished Dance“, ხოლო შემდეგ წელს გამოჩნდა ჯუდი გარლანდის ორ ფილმში: Pirate და Easter Parade. ის პირველად მოხვდა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 1949 წლის film noir-ის წარმოების ფილმით Champion, სადაც ასრულებდა მანიპულატორი კრივის მენეჯერის მეუღლის როლს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, იგი მეორე ხარისხოვან როლებში 20-ზე მეტ ფილმში გამოჩნდა, მათ შორის იყო 1950 წლის კომედია The Good Humor Man, სადაც მომავალ მეუღლესთან ჯეკ კარსონთან ერთად გამოჩნდა.
ის, ასევე, თამაშბდა ფილმებში, როგორიცაა Tulsa (1949), რომელშიც მთავარ როლს ასრულებს სიუზან ჰეივორდი; The Silver Whip (1953), სადაც მან ითამაშა დეილ რობერტსონის სიყვარულის ობიექტის როლი; "The Tender Trap" (1955), რომელშიც ის იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქალთაგან, რომელნიც ცდილობდნენხაფანგში გაებათ სტუდენტი, რომელსაც ფრენკ სინატრა თამაშობდა.
1950-იანი წლების დასაწყისში ოლბრაიტი ასევე იყო მხატვრის გილ ელვგრენის მოდელი.[4]
1961 წელს მან ითამაშა ალექსანდრე სინგერის ფილმში "A Cold Wind in August". კრიტიკოსმა პოლინ კეელმა მაღალი შეფასება მისცა ოლბრაიტის შესრულებას. 1985 წელს The New York Times-მა ასევე შეაქო ოლბრაიტის როლი. თავად ოლბრაიტმა მის როლთან დაკავშირებით 1961 წელს თქვა: „ზოგიერთი ადამიანი მოდის ჩემთან და მეუბნება: „ლოლა, შენ არ უნდა ითამაშო ასეთი როლი. ეს შენ არ ხარ. ჰოდა, ვითვლი 10-მდე, ვკბენ ენას და მერე ვეუბნები, რომ მსახიობი ვარ: არ მინდა საკუთარი თავის თამაში“.[5]
ფილმმა A Cold Wind in August ახალი სტიმული მისცა მის კინოკარიერას, რასაც მოჰყვა როლები ელვის პრესლის მიუზიკლში Kid Galahad 1962 წელს, რომელშიც მან განასახიერა მანიპულატორი კრივის მენეჯერის შეყვარებული, შესრულებული გიგ იანგის მიერ. ამის შემდეგ იყო ფრანგი რეჟისორის რენე კლემენტის Joy House, სადაც თამაშობდა მდიდარ ქვრივს, რომელიც გატაცებული იყო ღარიბებისთვის კერძების დარიგებით (თუმცა ფარული მოტივით). Lord Love a Duck-ში (1966) მან განასახიერა კოქტეილის მიმტანი, რომელსაც თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ფიქრები აქვს, მას შემდეგ, რაც მან გაანადგურა მისი ქალიშვილის ცხოვრება. მომდევნო წელს ის იყო დასავლურ ეპოსში The Way West.
მან მიატოვა მხატვრული კინოკარიერა 1968 წელს, მას შემდეგ რაც დაასრულა ნამუშევარი "The Impossible Years", რომელშიც მან შეასრულა ალისა კინგსლის როლი - ორი მოზარდის დედა და ფსიქიატრიის პროფესორის სასოწარკვეთილი ცოლი, რომელსაც დევიდ ნივენი თამაშობს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაოლბრაიტი სამჯერ დაქორწინდა და განქორწინდა. მისი პირველი ქორწინება, კლივლენდის რადიოს დიქტორ უორენ დინთან იყო 1944 წელს. ისინი განქორწინდნენ 1949 წელს. 1951 წლიდან 1958 წლამდე მისი მეორე ქმარი იყო მსახიობი ჯეკ კარსონი, რომელიც იყო მისი პარტნიორი ფილმში „The Good Humor Man“ (1950). მისი მესამე ქორწინება იყო ბილ ჩადნიზე, ისინი დაქორწინდნენ 1961 წლის 19 მაისს და განქორწინდნენ 1975 წელს.
მსახიობობიდან წასვლის შემდეგ, ოლბრაიტმა დარჩენილი წლები გაატარა ტოლუკას ტბაზე, კალიფორნიაში. 2014 წელს ის დაეცა და დაიზიანა ხერხემალი. ტრავმამ ხელი შეუწყო მისი ჯანმრთელობის ზოგად დაქვეითებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. 2017 წლის 23 მარტს, ოლბრაიტი გარდაიცვალა საკუთარ სახლში ბუნებრივი სიკვდილით 92 წლის ასაკში.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Shearer, Lloyd (October 29, 1961). „Lola Albright“. Independent Star-News. Independent Star-News. pp. 96–97. ციტირების თარიღი: October 4, 2015 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ. თარგი:Open access
- ↑ Aaker, Everett (2006). Encyclopedia of Early Television Crime Fighters. McFarland & Company, Inc. ISBN 978-0-7864-6409-8, pp. 6–8.
- ↑ bjstaff. „Akron native Lola Albright, glamorous Hollywood actress, dies at age 92“. www.ohio.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 30, 2017.
- ↑ Elvgren on beauty. Chicago Tribune (March 31, 2017). ციტირების თარიღი: April 1, 2017
- ↑ Schudel, Matt (March 25, 2017). „Lola Albright, alluring actress in stylish 'Peter Gunn' TV series, dies at 92“. The Washington Post. ციტირების თარიღი: April 1, 2017.
- ↑ McNary, Dave (2017). Peter Gunn Star Lola Albright Dies at 92, Variety.com, March 26, 2017; retrieved July 26, 2017.