ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლოლა გლაუდინი (დ. 24 ნოემბერი, 1971) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია სპეცაგენტის, ელი გრინვეის შესრულებული როლით, რომელიც მან CBS-ს დეტექტიურ ტელესერიალში „კრიმინალური აზროვნება“ ითამაშა. მას დებორაჰ ციცერონის როლი აქვს შესრულებული HBO-ს ამერიკულ კრიმინალურ დრამაში „სოპრანოსები“.

ლოლა გლაუდინი

გლაუდინი 2016 წელს.
დაბადების სახელი ლოლა გლაუდინი
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1971 (1971-11-24) (53 წლის)
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
რეზიდენცია ბრუკლინი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ბარდ კოლეჯი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1996-დღემდე
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: რობერტ გლაუდინი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გლაუდინი 1971 წლის 24 ნოემბერს დაიბადა მანჰეტენში, ნიუ-იორკში, აშშ-ში. მამამისი რობერტ გლაუდინი ამერიკელი მსახიობი და დრამატურგია, ხოლო დედამისი ნინა დიანა, რომელიც ებრაულ ოჯახში დაიბადა, მწერალი და კალიფორნიის ერთ-ერთი კოლეჯის ინსტრუქტორი.

გლაუდინმა დაამთავრა ხელოვნების სკოლა „ბარდ-კოლეჯი“.[1]

ცხოვრობს ბრუკლინში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლოლა_გლაუდინი“-დან