ლიხთიმერეთი
ლიხთიმერეთი, ლიხთიმირეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ზოგადი სახელწოდება. წყაროებში დამოწმებულია IX საუკუნიდან. შინაარსობრივად — ლიხის ქედსიქითა მხარე, ქვეყანა, იგივე იმერეთი. შემდგომ ხანაში ტერმინი ლიხთიმერეთის ნაცვლად ხმარობდნენ იმერეთს, თუმცა წერილობით წყაროებში XIX საუკუნის დასაწყისამდე ლიხთიმერეთიც გვხვდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 271.