ლიუ ყანდარელი

ჩინელი მხატვარი, სინოლოგი და პედაგოგი

მალი ლიუ კუანგვენ-ყანდარელი (დ. 26 აპრილი, 1935, ხარბინი, ჩინეთი) — ჩინელი მხატვარი, სინოლოგი და პედაგოგი. 1991 წლიდან არის თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლური ენების ჩინური ენის კათედრის უფროსი და ამავე კათედრის პროფესორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ჩინური ენის სწავლების დაწყება და სინოლოგიის განვითარება.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლიუ კუანგვენ-ყანდარელი დაიბადა 1935 წლის 26 აპრილს, ჩინეთის ქალაქ ხარპინში. სწავლობდა პეკინის სამხატვრო აკადემიაში. 22 წლის ასაკში ჩამოვიდა საქართველოში და თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მეხუთე კურსზე დაიწო სწავლა. ლიუმ აკადემია დაამთავრა კერამიკის სპეციალობით, შემდეგ კი დაასრულა სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა ქსოვილების სპეციალობით. ლიუ ყანდარელმა საქართველოში კერამიკოსი, მხატვარი და გობელენის ოსტატი, გივი ყანდარელი გაიცნო, მასთან ერთად ოჯახი შექმნა და საქართველოში დარჩა.[1] პედაგოგად მუშაობდა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. 80-იანი წლების ბოლოდან ჩინური ენის პედაგოგად მუშაობა დაიწყო თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „#თაობა: ნატალია მაისურაძე – ჩინელი სტუდენტებისთვის შევქმენი ქართული ენის სახელმძღვანელო“. marketer.ge. 2018. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)