ლუნევილის ზავი
(გადამისამართდა გვერდიდან ლიუნევილის ზავი)
ლუნევილის ზავი (ფრანგ. Traité de Lunéville) — დაიდო 1801 წლის 9 თებერვალს ქალაქ ლუნევილში საფრანგეთსა (ნაპოლეონ ბონაპარტი) და ავსტრიას (ფრანც II) შორის. ზავი ეხებოდა აგრეთვე მთელს საღვთო რომის იმპერიას. ლუნევილის ზავით დასრულდა მეორე კოალიციის ომი საფრანგეთის წინააღმდეგ და აღდგა 1797 წლის კამპო-ფორმიოს ზავის პირობები.[1]
ლუნევილის ზავი
| |
---|---|
ტიპი | სამშვიდობო ხელშეკრულება |
ხელი მოეწერა | 9 თებერვალი, 1801 |
ადგილი | ლუნევილი, საფრანგეთი |
ხელი მოაწერეს | საფრანგეთი |
ენები | ფრანგული, გერმანული |
საფრანგეთმა მიიღო მდ. რაინის მარცხენა მხარეზე მდებარე მიწები და მიაღწია კოალიციის მიერ 3 სატელიტი სახელმწიფოს აღიარებას (ბატავიის, ჰელვეციის და ლიგურიის რესპუბლიკები). გერმანელმა ფიურსტებმა, რომლებმაც მდ. რაინის გადაღმა მიწები დაკარგეს, 1803 წლის იმპერიის დეპუტატთა უზენაესი გადაწყვეტილების თანახმად კომპენსაციები მიიღეს.[2][3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
ცენტრალური ევროპა ლუნევილის მშვიდობიდან საიმპერატორო სეიმის დადგენილებამდე.
-
1803 წლის რუკა ლუნევილის ზავისა და საგანგებო საიმპერატორო დეპუტაციის საბოლოო რეზოლუციის შემდეგ.
-
მშვიდობის ქალღმერთი ანუგეშებს გერმანიას. ლუნევილის მშვიდობის ალეგორია. ფრიდრიხ გეორგ ვეიჩი, 1801.
-
ევროპის სტრატეგიული მდგომარეობა, 1801.
-
1869 წლის რუკაზე დატანილი ტერიტორიული ცვლილებები.[4]
-
მე-19 საუკუნის ბოლოსთვის არსებული გერმანიის იმპერიის რუკა.[5]
-
1801 წლის მედალონი: ბონაპარტი, პირველი კონსული და ლუნევილის მშვიდობა.
-
ლუნევილის ხელშეკრულებისადმი მიძღვნილი XIX საუკუნის დასაწყისის გრავიურა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Gotthard, Axel (2013). Das Alte Reich 1495–1806 (German). Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft. ISBN 978-3-534-25929-8.
- Pellistrandi, Benoît Les relations internationales de 1800 à 1871, Armand Colin, Paris, 2000 ISBN 220-0-252-099.
- Stollberg-Rilinger, Barbara (2013). Das Heilige Römische Reich Deutscher Nation – Vom Ende des Mittelalters bis 1806 (German). Munich: C.H. Beck. ISBN 978-3-406-72247-9.
- Wilson, Peter H. (2017). The Holy Roman Empire – A Thousand Years of Europe's History. London: Penguin Books. ISBN 978-0-141-04747-8.
- Michael Hackner: Der Friede von Lunéville - zum 200. Jahrestag des ersten Schritts zum Untergang des Heiligen Römischen Reichs Deutscher Nation. Bd. 33 (2001), S. 813-820
- Peter Hersche (Bearb.): Napoleonische Friedensverträge (Quellen zur neueren Geschichte 5), 2. Auflage, Bern 1973
- Яковенко, Н. Л. Люневільський мирний договір 1801 // Українська дипломатична енциклопедія: У 2-х т. — К: Знання України, 2004 — Т.1 — 760с. ISBN 966-316-039-X
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ხელშეკრულების ტექსტი (ფრანგულად) დაარქივებული 2019-08-06 საიტზე Wayback Machine.
- ხელშეკრულების ტექსტი (გერმანულად) დაარქივებული 2020-09-19 საიტზე Wayback Machine.
- Traité de Lunéville (1801) forme courante français
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wilson 2017, p. 649.
- ↑ Stollberg-Rilinger 2013, p. 113.
- ↑ Gotthard 2013, pp. 157–159.
- ↑ რუკაზე წარმოდგენილია ტერიტორიული შენაძენები (ყვითლად) და დანაკარგები (მწვანე, ძირითადად საფრანგეთში), პრუსიის (ლურჯად) ლუნევილის ხელშეკრულების (1801) და 1803 წლის გერმანიის მედიატიზაციის შემდეგ.
- ↑ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის არსებული გერმანიის იმპერიის რუკა. სამოქალაქო კოდექსის მოქმედების არეზე მეწამული ფერი აღინიშნება, როგორც ლუნევილის ზავის ასწლიანი შედეგი.