ლიტლ-ბარიერის კუნძული

ლიტლ-ბარიერის კუნძული (ინგლ. Little Barrier Island; მაორ. Hauturu[1]), რაც თარგმანში ნიშნავს «ქარების დასასვენებელ ადგილს»[2]) — პატარა კუნძული ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰაურაკის უბეში. ადმინისტრაციულად შედის ოკლენდის რეგიონის შემადგენლობაში.

ლიტლ-ბარიერის კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Little Barrier Island

კუნძულის ხედი გრეიტ-ბარიერის კუნძულიდან
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 36°12′ ს. გ. 175°05′ ა. გ. / 36.200° ს. გ. 175.083° ა. გ. / -36.200; 175.083
ფართობი 28 კმ²
სიგრძე 7,5 კმ
სიგანე 5,5 კმ
უმაღლესი წერტილი 722 მ
ჰაუტურუს მთა
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული მდებარეობს ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდიდან 80 კმ-ით ჩრდილოეთით. ჩრდილოეთ კუნძულისგან გამოყოფილია ჯელიკოს არხით (ინგლ. Jellicoe Channel), გრეიტ-ბარიერის კუნძულისგან კი კრედოკის არხით (ინგლ. Cradock Channel)[3].

კუნძული ჩამქრალ, მრგვალი ფორმის ანდეზიტურ ვულკანის კონუსს წარმოადგენს, რომლის დიამეტრია 6 მეტრი, ხოლო ფართობი — 28 კმ²[4]. ლიტლ-ბარიერის კუნძულის რელიეფი მთაგორიანია, ღრმა ხეობებით. კუნძულის უმაღლესი წერტილია, ჰაუტურუს მთა, სიმაღლით 722 მეტრი[4]. მისი ადრეული ვულკანური აქტივობები დაახლოებით 3 მლნ წლის წინ ხდებოდა, უკანასკნელი კი 1,2 მლნ წლის წინ.

1855 წელს კუნძულზე შექმნილია ბუნების ნაკრძალი[5], რომელსაც აღწერენ როგორც „ყველაზე ხელუხლებელ ეკოსისტემას ახალ ზელანდიაში“.[6] ამიტომ კუნძულზე მუდმივი მოსახლეობა (სამეცნიერო თანამშრომლების გარდა) არ არსებობს. კუნძულზე ფლორის და ფაუნის სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია. კუნძულზე ბუდობენ ახალ ზელანდიაში უდიდესი მიწის ჭიაყელების, (Spenceriella gigantea) სახეობა, რომლის სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 1,4 მეტრს, ხოლო დიამეტრმა — 11 მილიმეტრს[7] (ამასთან ერთად, ჭიაყელას აქვს ლუმინესცენციის თვისება), ასევე მსოფლიოში ყველაზე მძიმე მწერებიDeinacrida heteracantha-ის სახეობის მწერი უეტა, რომელიც იწონის 71 გრამამდე[5][8]. კუნძულზე ასევე იზრდება მცენარეთა დაახლოებით 350 სახეობა[9].

მაორის ხალხის ლეგენდების თანახმად, კუნძული დასახლებული იყო XII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც იგი აღმოაჩინა მაორელმა მოგზაურმა ტოიმ, ხოლო XIV საუკუნეში კუნძულზე დაფუძნდნენ ტომ ნგატი-ვაის შთამომავლები[10]. XVII საუკუნეში კუნძული მუდმივად განიცდიდა თავდასხმებს მეზობელი ტომის ხალხისგან, რომელთა მეთაურები იყვნენ კავერაუ და მატააჰუ. უფრო დიდ მეზობელთან, გრეიტ-ბარიერთან ერთად ევროპული სახელი 1769 წელს კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა უწოდა.[11].

XIX საუკუნის დასასრულს ახალზელანდიელმა ნატურალისტებმა წამოწიეს იდეა კუნძულ ლიტლ-ბარიერზე ფრინველთა ნაკრძალის შექმნის თაობაზე. 1891 წელს კუნძული მთავრობამ გამოისყიდა ადგილობრივი მაორებისაგან, რომელიც გახდა ახალ ზელანდიაში ერთ-ერთ პირველ ბუნებრივ დაცულ ტერიტორიად. 1903 და 1919 წლებში კუნძულზე შემოიყვანეს ჩრდილოეთის კივი (ლათ. Apteryx mantelli), 1903 წელს — კაკაპო, 1915 წელს — დიდი ნაცრისფერი კივი (ლათ. Apteryx haastii), ხოლო 1925 წელს — უნაგირიანი გუია (ლათ. Philesturnus carunculatus)[10].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Islands and bays renamed in Maori. stuff.co.nz (2011 [last update]). ციტატა: „Te Hauturu-o-Toi“ ციტირების თარიღი: 7 June 2011.
  2. ABOUT LITTLE BARRIER ISLAND (HAUTURU). Little Barrier Island (Hauturu) Trust. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  3. Little Barrier Island. Encyclopædia Britannica Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  4. 4.0 4.1 Little Barrier Island. Te Ara - The Encyclopedia of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  5. 5.0 5.1 Did You Know that Hauturu is….. Little Barrier Island (Hauturu) Trust. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  6. New Zealand Energy Quarterly, March 2010 (16 June 2010). ციტირების თარიღი: 8 July 2010.
  7. Lee, K. E. (1959). The earthworm fauna of New Zealand. Wellington: New Zealand Department of Scientific and Industrial Research. 
  8. New Zealand ecology. Gigantism in insects. TerraNature Trust. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  9. Little Barrier Island (Hauturu) Nature Reserve. Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  10. 10.0 10.1 Te Maraeroa Flat, Little Barrier Island: Heritage assessment. Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  11. Chronology of events. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 14, 2008. ციტირების თარიღი: September 13, 2012.