ჰაურაკის ყურე

(გადამისამართდა გვერდიდან ჰაურაკის უბე)

ჰაურაკიყურე ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი 4000 კმ²-ს შეადგენს[1] და შეჭრილია ოკლენდის რეგიონს, ჰაურაკის ვაკეებს, კორომანდელის ნახევარკუნძულსა და გრეიტ-ბარიერის კუნძულს შორის. ყურის უდიდეს ნაწილზე შექმნილია ჰაურაკის ყურის ზღვის პარკი.

მდებარეობა
თანამგზავრული ფოტო

მაორის ენაზე ჰაურაკი ჩრდილოეთის ქარს ნიშნავს.[2]

ყურე წყნარ ოკეანეს მიეკუთვნება, რომელშიც ის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან იხსნება. ოკეანისგან კარგადაა დაცული ჩრდილოეთით მდებარე გრეიტ-ბარიერისა და ლიტლ-ბარიერის კუნძულებით და აღმოსავლეთით მდებარე 80 კმ სიგრძის კორომანდელის ნახევრაკუნძულით. შესაბამისად, ყურე დაცულია ჩრდილოეთის ქარებისგან.

წყნარ ოკეანესთან ყურეს სამი არხი აერთებს: კოლვილი, კრედოკი და ჯელიკო.

ბოლო გამყინვარების პერიოდში, ყურის ტერიტორია მშრალმიწიანი ხმელეთი იყო, ზღვის დონე ამჟამინდელზე დაახლოებით 100–110 მ დაბალი იყო.[2] წყალმა ტერიტორია დაახლოებით 7200 წლის წინ დაფარა, როდესაც წყლის დონემ ამჟამინდელ მაჩვენებელს მიაღწია.[3]

  1. [1] Zeldisl, J. R. et al. (1995) Salp grazing: effects on phytoplankton abundance, vertical distribution and taxonomic composition in a coastal habitat. Marine Ecology Progress Series, Vol. 126, p 267-283
  2. 2.0 2.1 Hauraki Gulf (from 'Te Ara', the Encyclopedia of New Zealand')
  3. „The Hauraki Gulf Marine Park, Part 2“. Inset to The New Zealand Herald. 2 March 2010. p. 5.