ლისითეა
ლისითეა (ძვ. ბერძნ. Λυσιθέα) — ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, ოკეანიდა. ზევსის სატრფო, ერთ-ერთი მითის მიხედვით ჰერაკლეს დედა.
ლისითეა | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | ოკეანოსი |
დედა: | ტეთისი |
ანტიკური ავტორები ლისითეას უწოდებენ ოკეანის ერთ-ერთ ქალიშვილს, ზევსის სატრფოს.[1] როდესაც ლიზითეამ გაიგო, რომ ორსულად იყო, სცადა ზევსისთვის დამალულიყო და დახმარება სთხოვა ხეს, მხეცს და ქვას. ხემ და მხეცმა უარი თქვეს, მაგრამ ქვამ თავისით დაფარა, მისი ორსულობის დასრულებამდე.
ზოგიერთი უძველესი ავტორი თვლიდა, რომ ლისითეა იყო სემელეს ალტერნატიული სახელი, ზევსის კიდევ ერთი სატრფო და დიონისეს დედა. მარკუს ტულიუს ციცერონი თავის ტრაქტატში „ღმერთების ბუნების შესახებ“ წერს, რომ ლისითეის ვაჟი იყო ჰერკულესი.[2][3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Geisau H. Lisithea 1 // Paulys Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft (RE). Bd. IX. Stuttgart, 1962. Kol. 395.
- ↑ Марк Туллий Цицерон. О природе богов III, 42
- ↑ Geisau H. Lisithea 2 // Paulys Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft (RE). Bd. IX. Stuttgart, 1962. Kol. 395—396.