ტერმინს „ლიპარიტ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლიპარიტ.

ლიპარიტ V ბაღვაში, კლდეკარის ერისთავი XI საუკუნის 90-იან წლებში, ივანე II ბაღვაშის ძე. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მას ამირადაც მოიხსენიებს. 1093 ლიპარიტ V საქართველოს სამეფო კარის წინააღმდეგ გამოვიდა. დავით აღმაშენებელმა თავგასული ქვეშევრდომის "ინება გაწურთა" და შეიპყრო იგი. რამდენიმე ხნის შემდეგ ლიპარიტ V, "მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ", მეფემ გაათავისუფლა და ყველა მისი უფლება შეუცვლელად ცნო. როგორც ჩანს, ლიპარიტ V-მ თავისი ფიცი და პირობა არ შეასრულა და საქართველოს მეფეს კვლავ გაუორგულდა - "განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდა". დავით აღმაშენებელმა კვლავ შეიპყრო ლიპარიტ V და 2 წლის პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა (1096), სადაც გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი რ., ქსე, ტ. 6,გვ. 247-248, თბ., 1983