ლილია ბუჟუროვა
ლილია ბუჟუროვა ( ყირიმ. Lilâ Rustem qızı Bucurova, Лиля Рустем къызы Буджурова, უკრ. Ліля Рустемівна Буджурова ; დ. 1 ნოემბერი, 1958, ანგრენი, ტაშკენტის ოლქი) — ყირიმელი თათარი პოეტი და ჟურნალისტი. უკრაინის დამსახურებული ჟურნალისტი (2005) .
ლილია ბუჟუროვა | |
---|---|
მშობლიური სახელი |
ყირიმ. Lilâ Rustem qızı Bucurova უკრ. Ліля Рустемівна Буджурова |
დაბადების თარიღი |
1 ნოემბერი, 1958 (64 წლის) ანგრენი, ტაშკენტის ოლქი, უზბეკეთის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | რუსეთი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, უნივერსიტეტის ლექტორი, პოლიტიკოსი, პოეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალილია ბუჟუროვა დაიბადა 1958 წლის 1 ნოემბერს უზბეკეთის ქალაქ ანგრენში. 1979 წელს დაამთავრა ტაშკენტის რეგიონალური სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. [1] 1979-1991 წლებში იქვე მუშაობდა რუსული და უცხოური ლიტერატურის პედაგოგად. [2]
შემოქმედებითი საქმიანობა
რედაქტირება1989 წელს გამოაქვეყნა პირველი სამიზდატის კრებული " ბილეთი, რომელიც არ არის ნაყიდი", მას მოჰყვა კრებული — "როცა დავბრუნდებით". ლილია ბუჟუროვა 1991 წელს გადავიდა ყირიმში. 1991 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა ყირიმული თათრული გაზეთის " ავდეთის " მთავარ რედაქტორად. როგორც თავად აღნიშნავს, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს მუსტაფა ჯემილევის კრიტიკის გამო.
1991 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ჯერ ყირიმული თათრული რედაქციის რედაქტორად, შემდეგ ყირიმის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის წამყვან რედაქტორად, სადაც წლების განმავლობაში უძღვებოდა საავტორო გადაცემებს „ანა-იურტი“, „საშიში ზონა“, „მთავარი რედაქტორი“. 2004 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა გაზეთ "პერვაია კრიმსკაია"-ს მთავარ რედაქტორად [2], 1992 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა უკრაინული საერტოეროვნული არხის კორესპონდენტად, 1992 წლიდან დღემდე სააგენტო ფრანს პრესის კორესპონდენტია. ლილია ბუჟუროვა სტატიებს აქვეყნებდა ონლაინ გაზეთ " უკრაინულ სიმართლეში ". 1997 წლიდან იკავებს ყირიმის თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობას.
2012 წლიდან მუშაობდა ყირიმელი თათრების ენაზე მოქმედი უკრაინული ტელეარხ ATR-ის საინფორმაციო პოლიტიკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, იყო პოლიტიკური და სოციალური სატელევიზიო შოუს — "გრავიტაციის" ავტორი. აღნიშნული თანამდებობა დატოვა 2015 წლის 1 აპრილს ტელეარხის დახურვის გამო. 2015 წლის აგვისტოდან საპროდიუსერო სტუდია „ყარადენიზ პროდაქშენის“ («QaraDeniz production») დირექტორის მოადგილეის თანამდებობას იკავებდა. ამავე დროს იყო ნიჭიერ ბავშვთა ყოველწლიური კონკურსის "Canlı ses" ერთ-ერთი ორგანიზატორი .[3] 2016 წელს გახდა სოციალური მოძრაობის Bizim Balalar (ჩვენი შვილები) ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის მთავარ ფუნქციას ყირიმელი მუსლიმი პატიმრების შვილების მხარდაჭერა წარმოადგენდა.
პოლიტიკა
რედაქტირებალილია ბუჟუროვა 1991 წელს აირჩიეს ყირიმელი თათრების II კურულტაის დელეგატად. ორჯერ აირჩიეს ყირიმელი თათარი ხალხის მეჯლისში (რომლის წევრი იყო 1991 წლიდან 1997 წლამდე), 1994 წლიდან 1998 წლამდე იყო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 2015 წლის 2 ნოემბერს მან განაცხადა, რომ უკრაინელი და რუსი ბიზნესმენის (წარმოშობით ყირიმელი თათარი) ლენურ ისლიამოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ჩხრეკა მის სახლში.
ჯილდოები
რედაქტირებალილია ბუჟუროვა არაერთი ჯილდოს და პრემიის მფლობელია. მათ შორისაა:
- ისმაილ გასპრინსკის პრემიის ლაურეატი სამიზდატის ლექსების ორი კრებულისა და ჟურნალისტური სტატიების სერიისთვის (1992 წ.)
- ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საპატიო დიპლომი (2000; ავტორთა გუნდის შემადგენლობაში) [4]
- ვასილი სტუსის პრემიის ლაურეატი (2001)
- უკრაინის დამსახურებული ჟურნალისტი (2005) [5]
- ღირსების ორდენის კავალერი III ხარისხის (2015) [6]
- ჯილდო "ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტები" (უკრაინა, 2018) - კატეგორიაში "მაღალი ხარისხის რეგიონული მედიაპროექტისთვის", მედია - ყირიმელი თათრები [7] .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ЛИЛЯ БУДЖУРОВА: «КАЖДЫЙ ИЗ НАС ОДНАЖДЫ СПРАШИВАЕТ СЕБЯ, КТО Я: ЖУРНАЛИСТ ИЛИ ЧЕЛОВЕК ИЗ ОБСЛУГИ?» დაარქივებული 26-09-2017 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ 2.0 2.1 Известные люди юга России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-17. ციტირების თარიღი: 2017-04-11
- ↑ Публикация этих фото — самый сильный ход пресс-службы Совмина Республики Крым со времён начала «Светопредставления» დაარქივებული 2017-09-26 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ О награждении Почетной грамотой Совета министров Автономной Республики Крым. Верховна Рада України. Законодавство АР Крим. ციტირების თარიღი: 2022-03-23.
- ↑ Указ Президента України від 30 листопада 2005 року № 1677/2005 «Про відзначення державними нагородами України з нагоди річниці підтвердження всеукраїнським референдумом Акта проголошення незалежності України 1 грудня 1991 року» დაარქივებული 2023-04-12 საიტზე Wayback Machine. (უკრაინული)
- ↑ Указ Президента України від 5 червня 2015 року № 313/2015 «Про відзначення державними нагородами України з нагоди Дня журналіста»თარგი:Недоступная ссылка (უკრ.)
- ↑ У Львові оголосили переможців премії «Високі стандарти журналістики-2018». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-12. ციტირების თარიღი: 2022-03-23.