ლიკასი (ფრანგ. Likasi), ადრე ცნობილი იყო სახელით ჟადოვილი (ფრანგ. Jadotville), ან ჟადოსტადი (ფრანგ. Jadotstad) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ზემო კატანგის პროვინციაში.

ქალაქი
ლიკასი
ფრანგ. Likasi
გერბი

ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია ზემო კატანგის პროვინცია
კოორდინატები 10°59′00″ ს. გ. 26°44′00″ ა. გ. / 10.98333° ს. გ. 26.73333° ა. გ. / -10.98333; 26.73333
ადრეული სახელები ჟადოვილი
ფართობი 235 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1318
მოსახლეობა 422 535 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+1
ლიკასი — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ლიკასი

გეოგრაფია რედაქტირება

 
ლიკასის ხედი, 1930 წელი.

მდებარეობს 120 კმ-ით (ავტოგზით) ან 132 კმ-ით (რკინიგზით) ჩრდილო-დასავლეთით ლუბუმბაშიდან, ზღვის დონიდან 1318 მეტრ სიმაღლეზე[1].

მოსახლეობა რედაქტირება

2010 წლის მონაცემებით ლიკასის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 422 535 ადამიანს[2]. 1990-იან წლებში ლიკასიში და მის შემოგარენში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნა რეგიონებში ეთნიკურ კონფლიქტებში დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრები და დევნილების ბანაკები[3], რამაც ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაზარდა 41 000 ადამიანით[4].

ეკონომიკა რედაქტირება

ლიკასი მსხვილი სამრეწველო ცენტრია. ამ რაიონში სპილენძის და კობალტის ნედლეულის რაოდენობამ ხელი შეუწყო ქალაქის ირგვლივ ბევრი შახტის აშენებას. ლიკასიში არსებობს სარკინიგზო სადგური.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Likasi, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-25.
  2. Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2011-05-12.
  3. ACC/SCN Secretariat with Shoham, Jeremy (8 December 1993) «Current Situation: 11. Shaba Region, Zaire» დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine. Refugee Nutrition Information System (RNIS), No. 2 — Report on the Nutrition Situation of Refugee and Displaced Populations United Nations Administrative Committee on Coordination, Sub-committee on Nutrition, Geneva
  4. ACC/SCN Secretariat with Shoham, Jeremy (17 October 1994) «Current Situation: 11. Shaba/Kasai Regions, Zaire» დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine. Refugee Nutrition Information System (RNIS), No. 7 — Report on the Nutrition Situation of Refugee and Displaced Populations United Nations Administrative Committee on Coordination, Sub-committee on Nutrition, Geneva