ლიდია კოიდულა
ლიდია ემილი ფლორენცია იანსენი (ინგლ. Lydia Emilie Florence Jannsen; დ. 24 დეკემბერი, 1843 წელი, ფენერნი, ლივონიის ოლქი, რუსეთის იმპერია — 11 აგვისტო, 1886 წელი, კრონშტადტი, რუსეთის იმპერია) — ცნობილი თავისი პროფესიული სახელით ლიდია კოიდულა. ის არის ესტონელი პოეტი. მისი ფსევდონიმი ესტონურად ნიშნავს "ცისკრის ლიდიას". იგი მას მწერალმა კარლ რობერტ ჯაკობსონმა შეარქვა. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც კოიდულაულიკს - 'ცისკრის მომღერალი'. ესტონეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, მწერლობა არ ითვლებოდა შესაფერისი კარიერად ახალგაზრდა ქალბატონისათვის XIX საუკუნის შუა პერიოდში. კოიდულას პოეზია და მისი საგაზეთო ნამუშევრები პოპულისტი მამის, იოჰან ვოლდემარ იანსენისთვის (1819–1890) ანონიმური დარჩა. ამის მიუხედავად, იგი იყო მთავარი ლიტერატურული მოღვაწე და ესტონეთის თეატრის ფუძემდებელი.
ლიდია ემილი ფლორენცია იანსენი | |
---|---|
ესტ. Lydia Koidula | |
დაბადების თარიღი | 24 დეკემბერი, 1843 |
დაბადების ადგილი | ფენერნი, ლივონიის ოლქი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 11 აგვისტო, 1886 (42 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | 11 აგვისტო, 1886 წელი, კრონშტადტი, რუსეთის იმპერია |
დასაფლავებულია | მეტსაკალმისტუ |
ფსევდონიმი | ლიდია კოიდულა |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | ესტონური |
ეროვნება | ესტონელი |
მოქალაქეობა | ესტონელი |
ალმა-მატერი | Q31275457? |
Magnum opus | Meadow Flowers და Emajõe ööbik |
მეუღლე | ედუარდ მიხელსონი (იქ. 1873–86) |
შვილ(ებ)ი | 3 |
ბიოგრაფია
რედაქტირებალიდია იანსენი დაიბადა ფენერნში (ახლანდელი ვანდრა), ლივონიის ოლქი, რუსეთის იმპერია. მისი ოჯახი 1850 წელს საცხოვრებლად ახლომდებარე ქალაქ პერნაუში (ახლანდელი პერნუ) გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1857 წელს მამამისმა დააფუძნა პირველი ადგილობრივი ესტონურენოვანი გაზეთი და იქ ლიდია გერმანიის გრამატიკის სკოლაში სწავლობდა. იანსენსი გადავიდა საუნივერსიტეტო ქალაქ დორპატში (დღევანდელი ტარტუ) 1864 წელს. იანსენმა მოახერხეს იმპერიული ცენზურის დაყოლიება, რათა 1864 წელს გამოეცა ესტონურენოვანი პირველი ეროვნული გაზეთი.[1] პერნუს ადგილობრივ და ეროვნულ გაზეთებს უწოდებდნენ Postimees-ს (კურიერი).
ესტონეთის სიმღერების პირველ ფესტივალზე, 1869 წელს, ესტონური კლანების მნიშვნელოვანი შეკრების ღონისძიების დროს, ლიდია კოიდულას წაუკითხავს თავისი ორი ლექსი: Sind Surmani (სიკვდილამდე) და Mu isamaa on minu arm (ჩემი ქვეყანა ჩემი სიყვარულია), რომელიც არაოფიციალური ჰიმნი გახდა საბჭოთა კავშირის ოკუპაციის დროს, როდესაც მისი მამის Mu isamaa, mu õnn ja rõõm (ჩემი ქვეყანა ჩემი სიამაყე და სიხარულია), ესტონეთის რესპუბლიკის ჰიმნი იყო 1921-1940 წლებში შემდეგ კი გაუქმდა. კოიდულას სიმღერა ყველა ფესტივალზე ისმოდა. ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია.[2]
1873 წელს დილია ცოლად გაჰყვა ლივონიელი არმიის ექიმ ედუარდ მიხელსონს და გადავიდა კრონშტადტში, რუსეთის საზღვაო ფლოტის შტაბში პეტერბურგის მახლობლად. 1876–78 წლებში მიხელსონებმა მოინახულეს ბრესლაუ, სტრასბურგი და ვენა. კოიდულა 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა კრონშტადტში. ლიდია კოიდულა სამი შვილის დედა იყო. იგი გარდაიცვალა მკერდის კიბოთი 1886 წლის 11 აგვისტოს. მისი ბოლო ლექსი იყო Enne surma- Eestimaale! (სიკვდილამდე, ესტონეთში!).
ლიდია კოიდულას მემორიალური მუზეუმი
რედაქტირებამუზეუმი მიმოიხილავს პოეტის ლიდია კოიდულას და მისი მამის იოჰან ვოლდემარ იანსენის (ესტონეთის ჰიმნის ლექსების ავტორი) ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ესტონეთის XIX საუკუნის ეროვნული აღმავლობის პერიოდის მნიშვნელოვან ფიგურებს. კოიდულას მუზეუმი მდებარეობს პარნუს ელეჟეს სკოლის სახლში. შენობა აშენდა 1850 წელს და აქვს უნიკალური ინტერიერი. ეს იყო იოჰან ვოლდემარ იანსენის სახლი და გაზეთ Perno Postimees- ის რედაქცია 1863 წლამდე, ახლა იგი დაცულია, როგორც ისტორიული ძეგლი. იანსენის უფროსი ქალიშვილი, პოეტი ლიდია კოიდულა სახლში გაიზარდა. მუზეუმის მთავარი ამოცანაა კოიდულასა და იანსენის ხსოვნის შენარჩუნება და მათი ცხოვრების და შემოქმედების ესტონეთში მუდმივი ექსპოზიციის მეშვეობით ეროვნული აღმავლობის პერიოდის კონტექსტში წარდგენა.[3][4]
ლინიდა კოიდულას ძეგლი მდებარეობს პარნუს ქალაქის ცენტრში, სასტუმროს ისტორიულ შენობასთან, კუნინგასა და ლუნას ქუჩის კუთხეში. ძეგლი 1929 წლით თარიღდება და ესტონელი მოქანდაკის ამანდუს ადამსონის ბოლო ნამუშევარია.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- Ots.L. The History of Estonian Literature. University of Tartu.
- Olesk.S & Pillak.P . Lydia Koidula .24.12.1843-11-08.1886. Tallinn. Umara Kirjastus, P.14
- Nirk.E. Estonian Literature. Tallinn Perioodika. 1987. pp73–77, 79–81, 366
- Raun.T.U. Estonia and the Estonians. Hoover Institution Press, Stanford. 2001. pp 77–79, 188
- Kruus.O & Puhvel.H. Eesti kirjanike leksikon. Eesti raamat.Tallinn. 2000. pp 210– 211
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Gunter., Faure (2012). The Estonians : the long road to Independence, Mensing, Teresa., London: Lulu.com, გვ. 145–146. ISBN 978-1105530036. OCLC 868958072.
- ↑ Jaworowska, Jagna. Revolution by Song: Choral Singing and Political Change in Estonia pl-pl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-02. ციტირების თარიღი: 2018-03-27
- ↑ 1948-, Taylor, Neil (2002). Estonia, 3rd, Chalfont St. Peter, England: Bradt, გვ. 180. ISBN 9781841620473. OCLC 48486870.
- ↑ Koidula Museum en. ციტირების თარიღი: 2018-03-27
- ↑ Indrek, Rohtmets (2006). A cultural guide to Estonia : travel companion, Liivamägi, Marika,, Randviir, Tiina. Tallinn, გვ. 59. ISBN 9789985310441. OCLC 183186590.