ლიდა კოღოშვილი
ლიდა კოღოშვილი (დ. 26 აპრილი, 1912 — გ. 23 იანვარი, 1996) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.
ლიდა კოღოშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 აპრილი, 1912 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 23 იანვარი, 1996 (83 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალიდა კოღოშვილი 15 წლის ასაკიდან მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საწარმოებისა და მშენებლობის ობიექტებზე. 1929 წელს განათლების მისაღებად გაემგზავრა ქალაქ ლენინგრადში. აქ იგი იწყებს მუშაობას ქარხანა „წითელ პუტილოვეც“-ში. ამავე დროს საღამოს მუშათა ფაკულტეტისა და უმაღლესი კომუნისტური სკოლის მსმენელია.[1]
1933–39 წლებში სწავლობდა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში. სწავლის პერიოდში აწარმოებდა საველე კვლევას მუღოჯარის სტეპებში, უსურიის ტაიგასა და შორეული აღმოსავლეთის ზღვისიპრეთის რაიონებში. 1939 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი გეოლოგიის სპეციალობით. ამავე წლიდან, როგორ ახალგაზრდა სპეციალისტი, ეწევა სამეცნიერო-გეოლოგიურ მუშაობას ბარიტის საბადოს რაიონებში, ყაზახეთსა და შემდეგ აფხაზეთის რაიონებში.[1]
ომის დროს მუშაობა უხდებოდა უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე მერისის სადაზვერვო პარტიის სპილენძის საბადოებში (აჭარა). შემდეგ მუშაობას იწყებს ტყიბულისა და ტყვარჩელის საბადოებში. 1947–50 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა გეოლოგიის ინსტიტუტში ალექსანდრე ჯანელიძის ხელმძღვანელობით. შემდგომში მუშაობდა საქართველოს ნეოტექტონიკის შესწავლაზე; 1963 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც მისი კვლევები აისახა სამეცნიერო შრომებში, მათ შორის 2 მონოგრაფიაში. სწორედ ამ მონოგრაფიების საფუძველზე 1975 წელს უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა.[1]
ლიდა კოღოშვილმა საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1950 წელს თემაზე: „მუხრანის ვაკის გეოლოგია და ჰიდროლოგია“. გარდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა, იგი აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ და ჟურნალისტურ საქმიანობაში. გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური სტატიები, მოთხრობები, ფელეტონები, რომლებიც სისტემატურად ქვეყნდებოდა საკავშირო და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში. ბოლო წლებში გამოქვეყნდა მისი მოთხრობებისა და სატირული ნოველების წიგნი ქართველ მეცნიერთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ „ერთგულება“.[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჯენტლმენი „ხოჭო“ : მოთხრობები. თბილისი, ნაკადული, 1971.