ლიგოზომა (ლათ. Lygosoma) — ხვლიკების გვარი სცინკისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. კიდურები რედუცირებული აქვთ ნაწილობრივ ან მთლიანად; ზოგი ლიგოზომის სხეული გველისმაგვარია. გვარში 100-მდე სახეობაა. ფართოდ არიან გავრცელებული აფრიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პოლინეზიასა და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში, ზოგი — ქვებს შორის, კლდეებზე, ზღვის სანაპიროებზე, ზოგჯერ — მაღლა მთაში. იკვებებიან მწერებით და პატარ-პატარა უხერხემლოებით. უმრავლესობა კვერცხმდებია, მხოლოდ ზოგიერთია კვერცხცოცხლადმშობი.

ლიგოზომა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ხვლიკისნაირნი
ქვერიგი:  ხვლიკები
ოჯახი:  სცინკისებრნი
გვარი:  ლიგოზომა
ლათინური სახელი
Lygosoma

ლიტერატურა

რედაქტირება