ლიგეია (გაზეთი)

(გადამისამართდა გვერდიდან ლიგეია)

ლიგეიაქართული გაზეთების „რევოლუციური ნობათისა“ და „შრომის“ ორკვირეული ლიტერატურული დამატება. გამოდიოდა 1918 წელს ქუთაისსა და თბილისში. გამოვიდა № ა და № ბ. ალმანახის რედაქტორი უცნობია. სახელი ეწოდა ედგარ პოს პოემის „ალ–არააფის“ პერსონაჟი ქალის მიხედვით. დაბეჭდილია გ. ტაბიძის, ხ. ვარდოშვილის, ვ. გაფრინდაშვილის, შ. კარმელის, გ. ცეცხლაძის, ი. გრიშაშვილის, კ. ნადირაძის ლექსები; ნ. მიწიშვილის, დ. ჩიანელის და კნუტ ჰამსუნის მინიატურები. დაბეჭდილია ედგარ ალან პოს ყორანიც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 223.
  • სიგუა, სოსო. „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008