ლია ოლგუტა ვასილიესკუ

ლია ოლგუტა ვასილიესკუ (დ. 18 ნოემბერი, 1974) — რუმინელი პოლიტიკოსი. რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 2012-2017 წლებში იყო ქალაქ კრაიოვას მერი. გადადგომის შემდეგ დაიკავა რუმინეთის შრომის, ოჯახისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა. 2017-2018 წლებში იყო რუმინეთის შრომის, ოჯახისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

ლია ოლგუტა ვასილიესკუ
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1974(1974-11-18) (50 წლის)
დაბადების ადგილი კრაიოვა[1]
მოქალაქეობა  რუმინეთი
განათლება University of Craiova, National College of Defence და ბუქარესტის უნივერსიტეტი
მეუღლე/ები Iulian Claudiu Manda[2] და Ovidiu Wlassopol[3]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კრაივოას ხელშეკრულების შემდეგ, რომლის მიხედვითაც კარდილატერი რუმინეთისგან ბულგარეთს გადაეცა, ვასილიესკუს წინაპრებმა 1940 წელს დატოვეს რეგიონი.[4] მშობლიურ ქალაქში ვასილიესკუმ დაამთავრა ელენეა კუზას ეროვნული კოლეჯი.[5] 1997 წელს ვასილიესკუმ დაამთავრა კრაიოვას უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტი (რუმინულ-იტალური ენის სპეციალობით).[6]

1997-2000 წლებში კრაიოვაში ოლგუტა ვასილიესკუ მუშაობდა ადგილობრივ გაზეთ „Cuvântul Libertăţii“. თავდაპირველად ის იყო რედაქტორი. მოგვიანებით 1998 წელს გახდა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. 1999 წელს გახდა რედაქტორის მოადგილე.[7]

ვასილიესკუს დაწერილი აქვს წიგნები „Cultura:factor de securitate nationala“ (კულტურა: ეროვნული უშიშრეობის ფაქტორი) და „Vilfredo Pareto si contributia lui la dezvoltarea sociologiei moderne“ (ვილფრედო პარეტო და მისი წვლილი თანამედროვე სოციოლოგიის განვითარებაში).[8]

ვასილიესკუს ყოფილი მეუღლე არის „PRO TV“-ის ყოფილი წამყვანი ოვიდიუ ვლასოპოლი.[9] ვასილიესკუს და ვლასოპოლს ჰყავთ საერთო შვილი.[10]

ვასილიესკუ ფლობს შავ ქამარს კარატეში. ვასილიესკუ არის მსოფლიო კიკბოქსინგის ორგანიზაციის შვილობილი რუმინული ორგანიზაციის პრეზიდენტი (WAKO PRO).[11] ვასილიესკუს პოლიტიკური კარიერა 1991 წელს დაიწყო. 1991-2007 წლებში იყო „დიდი რუმინეთის პარტიის“ წევრი. 2007 წლიდან არის რუმინეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.cdep.ro/pls/parlam/structura2015.mp?idm=312&cam=2&leg=2016&pag=0
  2. Lia Olguța Vasilescu și Claudiu Manda s-au căsătorit și religios duminică, la Craiova. Cum au apărut cei doi politicieni. ImaginiMediafax, 2019.
  3. Cum arată și ce mai face fostul soț al Liei Olguța Vasilescu. S-a recăsătorit și are și un copilLibertatea, 2017.
  4. „In pat cu dusmanul“. Adevărul (რუმინული). 29 April 2002. ციტირების თარიღი: 4 October 2014. ციტატა: „Familia Olgutei Vasilescu vine din Cadrilater, a fost expulzata de acolo in 1940.“
  5. „Colegiul Naţional "Elena Cuza" a împlinit 181 ani“. Editie Speciala (რუმინული). 22 May 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 4 October 2014. ციტატა: „În calitate de fost absolvent al liceului, Olguţa a transmis felicitările sale pentru meritele şcolii obţinute de-a lungul anilor“
  6. Primarul Municipiului Craiova – Lia Olguța Vasilescu. Primaria Craiova. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 20 October 2014.
  7. STRUCTURA PARLAMENTULUI ROMÂNIEI 2004-2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 20 October 2014.
  8. La multi ani Lia Olguta Vasilescu!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 20 October 2014.
  9. In pat cu dusmanul. adevarul.ro. ციტირების თარიღი: 20 October 2014.
  10. Primarul Municipiului Craiova – Lia Olguța Vasilescu. Primaria Craiova. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 20 October 2014.
  11. „Olguţa Vasilescu va deveni preşedintele unei organizaţii de kick-box, în prezenţa lui Remy Bonjaski“. Mediafax (რუმინული). 23 May 2012. ციტირების თარიღი: 4 October 2014. ციტატა: „Lia Olguţa Vasilescu a fost aleasă pentru funcţia de preşedinte al filialei române a WAKO Pro întrucât a practicat karate şi are centura neagră, cu doi dani, încă din anul 2001.“