ლია გიგაური
ლია გიგაური (დ. 7 ნოემბერი, 1960, თელავი)[1] — ქართველი თანამდებობის პირი, ეკონომისტი, ფიზიკოსი. საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 2020 წელს. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (2018).
განათლება
რედაქტირებადაამთავრა ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; მარკეტინგისა და მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტი (მოსკოვი, 2000); ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭო (NCEE) და ამერიკის განათლების დეპარტამენტი (აშშ; „საერთაშორისო ეკონომიკა“, ეკონომიკის სწავლების მეთოდები 2002–2003); 2012–2018 წლებში იყო ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დოქტორანტი, სადისერტაციო თემა: „საქართველოს ზოგადი განათლების სისტემური რეფორმების მენეჯმენტის ანალიზი“.[2][3]
საქმიანობა
რედაქტირება1983–2003 წლებში სხვადასხვა სკოლაში იყო ფიზიკის მასწავლებელი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2001–2003 წლებში — საგანმანათლებლო ცენტრ „ერუდიტის“ და ფონდ „ჰორიზონტის“ მცირე ბიზნესის განათლების პროგრამა „ეფექტური მართვის ორგანიზების“ კოორდინატორი. 2004–2005 წლებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ერუდიტის“, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი. 2004–2005 წლებში ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციაცია „განათლება, დასაქმება, პროგრესის“ პროექტში „ეკონომიკა“ არაქართული სკოლების პედაგოგებისათვის. 2000–2006 წლებში იყო თბილისის №66 საჯარო სკოლის პედაგოგი. 2006–2007 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური განათლების და განვითარების ცენტრის (CEED) პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის პროგრამის (მასწავლებელთა გადამზადება — „მეწარმეობის საფუძვლები“) ტრენინგ-მოდულის ავტორი, ტრენერი; 2006–2008 წლებში BC-ის (ბიზნესის კლინიკა) საჯარო და კერძო სექტორის მართვისა და სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი. 2005–2010 წლებში უნივერსიტეტ „კავკასიის აკადემიური ცენტრის“ ასისტენტ-პროფესორი. 2005–2012 წლებში საგანმანათლებლო ცენტრი CAC-ის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი. 2007–2012 წლებში ქალაქ თბილისის №165 საჯარო სკოლის დირექტორი. 2012–2013 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.[2][3] 2013 წლის 20 ნოემბრიდან[4] 2018 წლამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. 2018 წლის 17 ივლისიდან[5][6] 10 სექტემბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.[7] 2018 წლის 23 ოქტომბრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.[8] 2020 წლის 15 ივნისიდან 6 აგვისტომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ლია გიგაური. declaration.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16.09.2020. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ლია გიგაური. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. smr.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25-06-2020. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
- ↑ 3.0 3.1 3.2 ლია გიგაური. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-15. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
- ↑ ლ. გიგაურის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ. საქართველოს მთავრობა. gov.ge (21 ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
- ↑ ლ. გიგაურის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ. საქართველოს მთავრობა. gov.ge (17 ივლისი, 2018). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
- ↑ ლია გიგაური მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რჩება. liberali.ge (17 ივლისი, 2018). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
- ↑ მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. edu.aris.ge (10 სექტემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
- ↑ ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მოადგილედ დაინიშნა. imedinews.ge (23 ოქტომბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-15. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
- ↑ ახალი მინისტრის თქმით, კონფლიქტებთან დაკავშირებით არჩეულ კურსს გააგრძელებს. netgazeti.ge (6 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.