ლიან მორიარტი (დ. 15 ნოემბერი, 1966) — ავსტრალიელი ავტორი. მწერალ ჟაკლინ მორიარტის უფროსი და.[1]

კარიერარედაქტირება

სკოლის დასრულების შემდეგ მორიარტი რეკლამირებასა და მარკეტინგს სწავლობდა. შემდეგ მცირე ხნით საკუთარი კომპანია ჰქონდა, რის შემდეგაც თავისუფალ სარეკლამო ქოფირაითერად დაიწყო მუშაობა. 2004 წელს მაკკუორის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მისი პირველი რომანი სამი სურვილი გამოქვეყნდა.[1]

დღეისთვის ლიან მორიარტს რვა რომანი აქვს გამოქვეყნებული. იგი სიდნეიში, თავის ქმართან, ადამთან (ყოფილ ტასმანიელ ფერმერთან) ერთად ცხოვრობს და ორი შვილი ჯორჯი და ანნა ჰყავს.[2][3]

მისი რომანის დიდი პატარა ტყუილები მიხედვით HBO-მ სატელევიზიო სერიალი გადაიღო, რომელშიც რიზ უიზერსპუნი, ნიკოლ კიდმანი, შეილინ ვუდლი, ლაურა დერნი, ზოი კრავიცი და ალექსანდერ სკარშგორდი მონაწილეობენ. სერიალის პრემიერა 2017 წლის 19 თებერვალს გაიმართა.[4][5][6]

მორიარტის რომანის ქმრის საიდუმლო მიხედვით ფილმის გადაღებაა დაწყებული. 2013 წელს რომანზე უფლებები CBS Films-მა შეიძინა.[7][8] მისი ბოლო რომანის, ცხრა სრულყოფილი უცნობი მიხედვით სატელევიზიო სერიალის გადაღება იგეგმება.[9].

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2011-07-17.
  2. Bearup, Greg (12 December 2014). „Big little lives“. The Australian. ციტირების თარიღი: 3 April 2017.
  3. Hooton, Amanda (15 July 2016). „How Sydney author Liane Moriarty sold six million books and inspired an HBO series“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 3 April 2017.
  4. Littleton, Cynthia (2015-05-08). „HBO Orders Reese Witherspoon-Nicole Kidman Limited Series ‘Big Little Lies’“. Variety (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-09-19.
  5. Petski, Denise (2016-11-28). „‘Big Little Lies’ From David E. Kelley Gets Premiere Date On HBO“. Deadline (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-09-19.
  6. Koblin, John (2017-12-08). „‘Big Little Lies’ to Return for a Second Season“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2017-12-30.
  7. Ng, Philiana (2013-09-04). „CBS Films to Adapt 'The Husband's Secret' for Big Screen“. The Hollywood Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-07-16.
  8. Kroll, Justin (2017-05-25). „Blake Lively to Star in Thriller ‘The Husband’s Secret’ From ‘Big Little Lies’ Author“. Variety. ციტირების თარიღი: 2018-07-16.
  9. Porter, Rick (2019-05-01). „Nicole Kidman, 'Big Little Lies' Team Set Drama Series at Hulu“. Hollywood Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2019-07-03.