ლიანა კიკალიშვილი
ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, ექიმი-პათოლოგოანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პ
ლიანა კიკალიშვილი (დ. 7 აგვისტო, 1951, მარტვილი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, ექიმი-პათოლოგოანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002).
ბიოგრაფია
რედაქტირება1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. კვლევის თემა: ღვიძლის სისხლის მიმოქცევიდან დროებითი გამოთიშვის გავლენა ორგანიზმზე ნორმოთერმიის, ნაღვლის შეგუბების, ჰიპოთერმიისა და პრეპარატ „პლაფერონ ლბ“-ით მკურნალობის პირობებში.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მორფოლოგიური ცვლილებები ჰეპატოციტებში ღვიძლის სისხლმომარაგებიდან დროებითი გამოთიშვის პირობებში“, დაიცვა 1988 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- 2000 — ღირსების მედალი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თავისა და კისრის ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია: სახელმძღვანელო, თბილისი, პოლიგრაფი, 2006, გვ. 339
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 152
- წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2003, გვ. 78
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. თბ., 2012, გვ. 339