ლეპტის-მაგნა

(გადამისამართდა გვერდიდან ლეპტის მაგნა)

ლეპტის-მაგნა (არაბ. لبده) — ანტიკური ქალაქი ლიბიაში. თავდაპირველად, ფინიკიური პორტი იყო. ძვ. წ. 111 წელს ის რომის იმპერიის ნაწილი გახდა. მისი ნანგრევები მდებარეობს ტრიპოლიდან აღმოსავლეთით, 130 კმ-ში.

კირენას არქეოლოგიური ძეგლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
სია [1]
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 32°38′21″ ჩ. გ. 14°17′26″ ა. გ. / 32.63917° ჩ. გ. 14.29056° ა. გ. / 32.63917; 14.29056
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 183
საფრთხის ქვეშ 2016 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 183
ინგლ.რუს.ფრ.

სავარაუდოდ ქალაქი დაარსებული უნდა იყოს ძვ. წ. XI საუკუნეში, როგორც ფინიკიის კოლონია. მისი მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა ძვ. წ. IV საუკუნეში, როდესაც გაიზარდა კართაგენის მნიშვნელობა. ძვ. წ. 146 წელს მესამე პუნიკურ ომში გამარჯვების შედეგად დაიკავეს რომაელებმა.

ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა 193 წლის შემდეგ, როდესაც რომის იმპერატორი გახდა ამ ქალაქში დაბადებული სეპტიმიუს სევერუსი (193-211). იგი ძლიერ ზრუნავდა საკუთარ ქალაქზე და გახადა კიდეც აფრიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი.

III საუკუნეში რომის იმპერიაში არსებული კრიზისისი შედეგად ქალაქის მნიშვნელობა დაეცა. IV საუკუნის შუა წლებში ქალაქი ბევრმა ადამიანმა მიატოვა, მაგრამ იმპერატორ თეოდოსიუს I-ის მეფობისას იგი კვლავ აღდგა და დაიბრუნა თავისი მნიშვნელობა.

439 წელს ქალაქი დაიპყრეს ვანდალებმა. 523 წელს კი ბერბერებმა ააოხრეს.

ფოტოგალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: