ლეო შენგელაია
ლეონ (ლეო) ანდრიას ძე შენგელაია (დ. 1887, ობუჯი, ზუგდიდის მაზრა — გ. 3 ოქტომბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ლეო შენგელაია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1887 |
დაბ. ადგილი | ობუჯი, ზუგდიდის მაზრა |
გარდ. თარიღი | 3 ოქტომბერი, 1937 |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეონ (ლეო) შენგელაია დაიბადა 1887 წელს, ზუგდიდის მაზრის სოფელ ობუჯში. დაამთავრა იურდიული ფაკულტეტი (უნივერსიტეტი გაურკვეველია).
რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში მუშაობდა 1908 წლიდან. 1917 წელს სხვა ამხანაგებთან ერთად დააარსა "თავისუფალი გიმნაზია", რომლის გამგედაც თავად მუშაობდა. 1917 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური ორგანოს "შრომის" რედაქტორი; აქვეყნებდა ნაშრომებს აგრარულ საკითხებზე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო შრომის, აგრარული და სარეკომენდაციო კომისიების წევრი; ხელმძღვანელობდა ესერთა ფრაქციას. 1922 წლიდან რედაქტორობდა განახლებულ პარტიულ ბეჭდვით გამოცემა "შრომას". დააპატიმრეს 1937 წლის 22 ივლისს, ესერთა ანტისაბჭოთა კონტრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტის განაჩენი გამოუტანა 1937 წლის 2 ოქტომბერს. დახვრიტეს 3 ოქტომბრის ღამით. რეაბილიტირებულია საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მიერ 1957 წლის 8 თებერვალს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 418.