ლეონიდ უტიოსოვი
ლეონიდ უტიოსოვი (რუს. Утёсов, Леонид Осипович; ნამდვილი სახელი და გვარია ლაზარ (ლეიზერ) ვაისბეინი; დ. 21 მარტი [ძვ. სტ. 9 მარტი], 1895, ოდესა — გ. 9 მარტი 1982, მოსკოვი) — ესტრადის მსახიობი, მომღერალი და დირიჟორი. სსრკ სახალხო არტისტი (1965). 1911 წლიდან მუშაობდა მინიატიურების თეატრებში, პარალელურად გამოდიოდა ესტრადაზე. უპირატესად როგორც მხატვრული კითხვის ოსტატი, შემდეგ მოსკოვის რევოლუციური სატირის თეატრისა და თავისუფალი თეატრის მსახიობი იყო. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა თავისავე დაარსებულ საესტრადო ორკესტრს (თავდაპირველად თეა-ჯაზი, შემდეგ რსფსრ სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი). მისი შესრულებისათვის დამახასიათებელი იყო ლირიზმი, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. იყო ისააკ დუნაევსკის, მატვეი ბლანტერის, კონსტანტინე ლისტოვის, ვასილი სოლოვიოვ-სედოის, ლევ კნიპერის, მოდესტ ტაბაჩნიკოვის, ტიხონ ხრენიკოვის ნაწარმოებთა პირველი შემსრულებელი. გადაღებულია კინოში („მხიარული ახალგაზრდობა“, 1934, და სხვა). დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა აღმართულია მემორიალური დაფა. ოდესაში არის უტიოსოვის ძეგლი.
ლეონიდ უტიოსოვი | |
---|---|
ლეონიდ უტიოსოვი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლაზარ (ლეიზერ) ვაისბეინი |
დაბ. თარიღი | 9 მარტი/21 მარტი 1895 |
დაბ. ადგილი | ოდესა |
გარდ. თარიღი | 9 მარტი 1982 |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
საქმიანობა |
მომღერალი მსახიობი |
ლეონიდ უტიოსოვი ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 188.