ლეონიდ კულიკი
ლეონიდ ალექსის ძე კულიკი (რუს. Кулик, Леонид Алексеевич; დ. 19 აგვისტო 1883, დერპტი — გ. 14 აპრილი 1942, სპას-დემენსკი) — რუსი მინერალოგი. მეტეორიტების ცნობილი მკვლევარი.
ლეონიდ კულიკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 19 (31) აგვისტო, 1883[1] |
დაბ. ადგილი | ტარტუ |
გარდ. თარიღი | 14 აპრილი, 1942[2] (58 წლის) |
გარდ. ადგილი | სპას-დემენსკი |
დასაფლავებულია | სპას-დემენსკი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | მინერალოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | Committee on Meteorites, ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გეოლოგიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სატყეო-ტექნიკური უნივერსიტეტი, ყაზანის უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა დერპტში (ახლანდელი ტარტუ). მამის გარდაცვალების შემდეგ ლეონიდ კულიკი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ ურალში. 1903 წელს დაამთავრა ტროიცკის კლასიკური გიმნაზია და ჩააბარა პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტში. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლიდან გარიცხეს. შემდეგ იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სწავლობდა ტირასპოლის პოლკის სკოლაში. შემდეგ ბრუნდება ტროიცკში, 1906 წელს იქვე ჩამოაყალიბა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელმაც ბოლშევიკთა პროგრამა მიიღო.
1908 წელს ლეონიდ კულიკს ბრალს სდებენ ლიტერატურის არალეგალურ გავრცელებაში და შედეგად ციხეში ჩასვეს. 1909 წელს ვადა მოიხადა. შემდგომ მუშაობდა ქალაქ მიასაში, მეტყევეს დამხმარედ. 1911 წელს როგორც გეოდეზისტმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ექსპედიციაში, რომელსაც სახელოვანი მეცნიერი ვლადიმერ ვერნადსკი ხელმძღვანელობდა. ვერნადსკის წინადადებით ლეონიდ კულიკი 1912 წელს ხდება პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მინერალოგიური მუზეუმის თანამშრომელი.
იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, რომელიც პარუჩიკის ჩინით დაამთავრა. 1918 წელს მონაწილეობდა ერთ-ერთ სამეცნიერო ექსპედიციაში (ურალში), რომლის დანიშნულება იყო სასარგებლო წიაღისეულების შესწავლა. 1918 წლიდან მუშაობა დაიწყო მეტეორიტიკის მიმართულებით. 1921 წელს მისი ინიციატივით მინერალოგიურ მუზეუმში შეიქმნა მეტეორიტების განყოფილება.
1924 წელს დაამთავრა სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში და საბოლოოდ მიიღო მინერალოგიური სპეციალობა. ლეონიდ კულიკის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ტუნგუსკის კატასტროფა. 1927–1939 წლებში ტუნგუსკაში მან მოაწყო ექვსი (სხვა ცნობით ოთხი) სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც ცდილობდა ტუნგუსკის ფენომენის ახსნას. ტუნგუსკის ფენომენის კვლევისას კულიკმა შეაგროვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო მასალა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას კულიკი მოხალისედ წავიდა არმიაში. ომის დროს იგი დაიჭრა და სულ მალე ტიფით გარდაიცვალა. იგი ქალაქ სპას-დემენსკში დაასაფლავეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- И. Г. Колчинский, А. А. Корсунь, М. Р. Родригес. Астрономы (Биографический справочник). — 2-е изд. — Киев: Наукова Думка, 1977;
- Кандыба Ю. Л. Жизнь и судьба Леонида Алексеевича Кулика // Природа. 1990.
- ↑ http://tunguska.tsc.ru/ru/science/5/1/pavskii/2/1/
- ↑ Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.