ლეონიდ კოლოტილო
ლეონიდ კოლოტილო (რუს. Колотило, Леонид Григорьевич; დ. 16 დეკემბერი, 1958, ლენინგრადი) — რუსი გეოგრაფი და ისტორიკოსი. ბაიკალის ტბის მკვლევარი. 1984 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილი წევრი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1999). მე-3 რანგის კაპიტანი (1989), რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მეცნიერთა კავშირის წევრი (2005). სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (2001). ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. 1981 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტი. ჩრდილოეთ ყინულოვანი, წყნარი, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში ჩატარებული რამდენიმე ექსპედიციის მონაწილე. შეასრულა ფსკერის რელიეფის აგეგმვა, გამოსცადა ჰიდროფიზიკური აპარატურა. ბაიკალზე ჩატარებული ჰიდროგრაფიული ექსპედიციების მონაწილე 4 სეზონის განმავლობაში. 1983 წელს აღმოაჩინა ბაიკალის ახალი მაქსიმალური სიღრმე — 1642 მ, რომელიც რუკაზე 1992 წელს დაიტანეს. 1984 წელს ბაიკალზე აღმოაჩინა ახალი თავთხელი.
ლეონიდ კოლოტილო | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 დეკემბერი, 1958 (65 წლის) |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
საქმიანობა | კარტოგრაფი |
მუშაობის ადგილი | რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი |
ჯილდოები | სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავის მედალი, საიუბილეო მედალი „რუსეთის ფლოტის 300 წელი“, Jubilee Medal "70 Years of the Armed Forces of the USSR", Medal "For Impeccable Service" და Medal "For Impeccable Service", 3rd class |