ლეონიდ ბრონევოი
ლეონიდ სოლომონის ძე ბრონევოი (დ. 17 დეკემბერი, 1928, კიევი, უკრაინის სსრ, სსსრ — გ. 9 დეკემბერი, 2017, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა თეატრის და კინოს მსახიობი. სსრკ-ის სახალხო არტისტი (1987). მრავალი ჯილდოს ლაურეატი. ყველაზე მეტად ცნობილია ჰაინრიხ მიულერის როლით მრავალსერიიან ფილმში „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“.
ლეონიდ ბრონევოი | |
---|---|
დაბადების სახელი | ლეონის სოლომონის ძე ბრონევოი |
დაბადების თარიღი |
17 დეკემბერი, 1928 კიევი, უკრაინის სსრ, სსსრ |
გარდაცვალების თარიღი |
9 დეკემბერი, 2017 (88 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
მოქალაქეობა | სსრკ, რუსეთი |
აქტიური | 1950—2017 |