ლენქორან-ასტარის ეკონომიკური რაიონი
ლენქორან-ასტარის ეკონომიკური რაიონი (აზერ. Lənkəran-Astara iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის შემდეგი რაიონები: ასტარის, ჯალილაბადის, ლერიქის, მასალის, ლენქორანის და იარდიმლის. 2021 წლამდე ეწოდებოდა ლენქორანის ეკონომიკური რაიონი.
ფართობი — 6070 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 7% შეადგენს. რელიეფის მიხედვით რეგიონი დაყოფილია 2 ნაწილად - თალიშის დაბლობად და თალიშის მთებად. ტერიტორიის 26% დაფარულია ტყეებით. ტერიტორია ასევე მდიდარია თერმული და მინერალური წყლებით.
მოსახლეობა — 893,3 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით),[1] რაც მთლიანი აზერბაიჯანის მოსახლეობის 9,3% შეადგენს. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ აზერბაიჯანელები, ასევე ცხოვრობენ თალიშები და რუსები.
ეკონომიკა
რედაქტირებასოფლის მეურნეობაში დომინირებს: მებოსტნეობა, მეჩაიეობა, მევენახეობა, მარცვლეულის მოყვანა, ციტრუსის მოყვანა. ქვეყანაში წარმოებული ჩაის 99%, ბოსტნეულის 27%, სიმინდის 15%, კარტოფილის 24%, ყურძნის 13% და ხილის 10% მოდის ამ რეგიონის წილზე. ლენქორანის ეკონომიკური რეგიონი ქვეყანაში ციტრუსების მთავარი მწარმოებელია. რეგიონში ასევე განვითარებულია მეთევზეობა.