ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბი — ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 22 ივლისი, 2011 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | შავი აღჭურვილი დათვი, სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი, ოქროს ტახტი, სვანური ვერცხლის ქუდი. |
ფარმჭერები | ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა |
დევიზი | ლენტეხი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გადაკვეთილია მრუდედ-ტეხილად, ხოლო ზედა მხარე გაკვეთილია და ამრიგად იყოფა სამ ნაწილად.
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე შავი აღჭურვილი დათვი (ეშვები, ენა, ბრჭყალები წითელია).
- II ნაწილი — ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.
- III ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ოქროს ტახტი, რომლის ზემოთ მოთავსებულია სვანური ვერცხლის ქუდი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ლენტეხი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება