ლეილა მესხი (მწერალი)

ქართველი მწერალი
ეს სტატია მწერალს ეხება. ჩოგბურთელის შესახებ იხილეთ ლეილა მესხი (ჩოგბურთელი).

ლეილა მესხი (დ. 3 იანვარი, 1938 — გ. 26 იანვარი, 2024) — ქართველი მწერალი, აკაკი წერეთლის, ნიკო ლორთქიფანიძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიების ლაურეატი.

ლეილა მესხი
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1938(1938-01-03)
დაბადების ადგილი ხონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 26 იანვარი, 2024(2024-01-26) (86 წლის)
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი მოსკოვის საისტორიო-საარქივო ინსტიტუტი
ჯილდოები ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია და აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

ბიოგრაფია და ოჯახი

რედაქტირება

დაიბადა 1938 წლის 3 იანვარს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში, ლევან მესხისა და პაშა ლორთქიფანიძის ოჯახში. მშობლების დაშორების შემდეგ, მამა თავის მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, ხოლო დედამ მარტო აღზარდა სამი ქალიშვილი.

1956 წელს დაამთავრა ხონის მეორე საშუალო სკოლა, ხოლო 1965 წელს მოსკოვის ისტორიულ-საარქივო უნივერსიტეტი. 1960 წელს ლეილა მესხი დაქორწინდა ანზორ ღვინერიაზე. მათ შეეძინათ ქალ-ვაჟი, მამუკა და ნინო.

მოღვაწეობა

რედაქტირება
 
იუბილე ხონის რაიონში, 2018 წ.

1971 წელს დაინიშნა ქუთაისის ისტორიული არქივის დირექტორად. 1985-2005 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მერანის“ უფროს რედაქტორად.

ლეილა მესხი აკაკი წერეთლის, ნიკო ლორთქიფანიძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიის ლაურეატია. 2018 წელს საუბილეო შეხვედრები მოეწყო ხონის რაიონში (სოფ. ახალბედისეულში, #2 საშუალო სკოლასა და ხონის ხელოვნების სასახლეში),ასევე აღსანიშნავია საუბილეო შეხვედრა თბილისის ლიტერატურის მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ამჟამად 18 ლიტერატურული კრებულის ავტორია.

  • 1973 — „მზე ხელისგულზე“
  • 1974 — „ჩემი ახლობლები“
  • 1978 — „ლანდი გაორთქლილ მინასთან“
  • 1983 — „დუმილის დედა“
  • 1986 — „ფაიფურის თოჯინა“
  • 1998 — „ამერიკელი სიძე“
  • 2008 — „მოთხრობები“
  • 2015 — „მთავარი სასეირ(ნ)ო ქუჩა“
  • 2015 — „ფიქრის კრიალოსანი“
  • 2016 — „სიზმრის ანგელოზები“
  • 2018 — „ფიქრის კრიალოსანი“ სრულყოფილი სახით

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება