ლეილა გოცირიძე
ლეილა მიხეილის ასული გოცირიძე (გოცირიძე-გიორგაძე; დ. 13 მარტი, 1924, თბილისი, — გ. 30 ნოემბერი, 1998, მოსკოვი) — ქართველი მომღერალი (მეცო-სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1958).
დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1947 წელს. 1948-1972 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1980 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. შექმნა მრავალი ვოკალურ–სცენური სახე, მათ შორის: ლატავრა (ზაქარია ფალიაშვილის „ლატავრა“), დარეჯანი (მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), დედა (შალვა მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“), კარმენი (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“). საბჭოთა კავშირის IV მოწვევის უზენაესი საბჭოს (1954-58) დეპუტატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 130.
- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 123