ლევ ვიგოტსკი

საბჭოთა ფსიქოლოგი

ლევ სიმონის ძე ვიგოტსკი (რუს. Лев Семёнович Выготский; დ. 17 ნოემბერი [ძვ. სტ. 5 ნოემბერი], 1896, ორშა — გ. 11 ივნისი, 1934, მოსკოვი) — საბჭოთა ფსიქოლოგი, რომელმაც შექმნა სოციო-კულტურული თეორია.

ლევ ვიგოტსკი
დაბ. თარიღი 17 ნოემბერი, 1896(1896-11-17)[1] [2]
დაბ. ადგილი ორშა
გარდ. თარიღი 10 ივნისი, 1934(1934-06-10)[3] [4] [5] (37 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი[6] , პედაგოგი, არამხატვრული მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი და ანთროპოლოგი
მუშაობის ადგილი შჩუკინას სახელობის ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, კორექციული პედაგოგიკის ინსტიტუტი, Q4059235?, მოსკოვის მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Moscow City People’s University
განთქმული მოსწავლეები ალექსეი ლეონტიევი, ალექსანდრე ლურია, ალექსანდრე ზაპოროჟეცი, ლიდია ბოჟოვიჩი და N. A. Menchinskai︠a︡
მეუღლე Roza Noevna Vygodskaya
ნათესავ(ებ)ი Elena Kravtsova და David Vygodsky
გავლენა მოახდინეს

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლევ ვიგოტსკი დაიბადა 1896 წლის 17 ნოემბერს, ბელორუსიაში, ქალაქ ორშაში. იგი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ გომელში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე. მან სწავლა გააგრძელა შანიავსკის სახალხო უნივერსიტეტში. 1917 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისას, იგი დაბრუნდა ქალაქ გომელში და დაქორწინდა. პირველი ქალიშვილის დაბადების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და მუშაობდა სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში ქალაქ მოსკოვში, ლენინგრადსა და კრაკოვში. იგი 1934 წელს ტუპერკულიოზისგან გარდაიცვალა.

ლევ ვიგოტსკი თვლიდა, რომ საზოგადოება და კულტურა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვთა კოგნიტურ განვითარებას. მისი სოციო-კულტურული თეორია ხაზს უსვამს სოციალური კომუნიკაციისა და ენის გავლენას ბავშვთა კოგნიტურ განვითარებაზე. სწავლა წინ უძღვის და ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას. ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში არსებულ სიმბოლოთა მნიშვნელობებს სხვა ადამიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. განვითარება მოიცავს ბავშვის მიერ სიმბოლოთა მნიშვნელობების ისე გათავისებას, რომ მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება და პრობლემების გადაჭრა. ამ უნარს თვითრეგულირების უნარი ეწოდება. ვიგოტსკის მიაჩნდა, რომ სოციალური კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ბავშვების აზროვნება ვითარდება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად. ამ დროს ბავშვები იძენენ ისეთ ცოდნას,რომლის შეძენასაც ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ. ბავშვები სწავლობენ მოქმედებაში, ანუ როდესაც ისინი უფრო მცოდნე ადამიანებთან ერთად ჩართულნი არიან გარკვეულ საქმიანობაში. ამ დროს ბავშვები აქტიურად შედიან დიალოგში.

  • განვითარების უახლოესი ზონა

ეს ზონა გულისხმობს იმ ამოცანათა და მოქმედებათა მრავალფეროვნებას, რომელთა შესრულებაც ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად, მაგრამ შეუძლია მოზრდილი ადამიანების დახმარებით. იგი მოიცავს სწავლისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებს აღმოცენებას.

  • არსებული განვითარების დონე

იმ ამოცანების ზედა ზღვარი, რომელთა შესრულებაც ბავშვს სხვების დახმარების გარეშე შეუძლია.

  • მეტყველება და განვითარება

ვიგოტსკი თვლიდა, რომ ენა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ენის საშუალებით ის ცოდნა, რომელიც სხვებს გააჩნიათ, მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი ხდება. ენა კოგნიტური იარაღია, რომელიც მოსწავლეებს აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. ვიგოტსკი თვლიდა, რომ 2 წლის ასაკამდე ბავშვისთვის აზროვნება და მეტყველება ორ განცალკევებულ ფუნქციას წარმოადგენს. აზროვნება ენისგან დამოუკიდებლად ხდება. როცა ენა იწყებს განვითარებას, იგი, თავდაპირველად, კომუნიკაციის გამოიყენება. დაახლოებით 2 წლის ასაკიდან, ენა და აზროვნება ერთიანდება: ბავშვები იწყებენ აზრების გამოხატვას ენის საშუალებით და იყენებენ ენას იმისთვის, რომ იფიქრონ და იაზროვნონ. როდესაც ენა და აზროვნება ერთმანეთს ერწყმის, ბავშვები ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებიან. ამ ფენომენს ეგოცენტრული მეტყველება ეწოდება. დროთა განმავლობაში მეტყველების ამ ფორმას შინაგანი მეტყველება ცვლის. შინაგან მეტყველებაზე გადასვლა 3-7 წლის ასაკში ხდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე „განვითარებისა და სწავლის თეორიები“
  • Крайг Г., Бокум Д.- "Психология развития"