ლევან ქისტაური

ქართველი ეკონომისტი და ფინანსისტი
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 12 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ლევან ქისტაური (დ. 15 აპრილი, 1967, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი და ფინანსისტი, ეკონომიკის დოქტორი.

ლევან ქისტაური
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1967(1967-04-15) (57 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი და ფინანსისტი
მუშაობის ადგილი ქართული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის დოქტორი

განათლება

რედაქტირება

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით „ფინანსები და კრედიტი“. 1993 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით „სამართალმცოდნე“. 1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ფინანსური კრიზისი საქართველოში: მისი დაძლევის გზები და მექანიზმები". გავლილი აქვს სწავლებები და სტაჟირებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადის, ავსტრიის სასწავლო დაწესებულებებში და საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებში.

შრომითი გამოცდილება

რედაქტირება

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილებაში რიგით ეკონომისტად (1990), შემდეგ მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ფულის მიმოქცევის სამმართველოს ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსად (1991-1992), საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველოს უფროსის მოადგილედ და უფროსად (1992-1994), საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების სამმართველოს უფროსად (1994-1999), საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური გამოკვლევების და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს უფროსად (1999-2000), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ და უფროსად (2000-2001), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის უფროსად (2002-2003), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ (2001-2002, 2003-2004). 2004 წლიდან არის შპს „ბიზნესის მართვის ბიუროს“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, 2015 წლიდან - ა(ა)იპ ,,ეკონომიკური კვლევის ცენტრის" პრეზიდენტი

სხვა გამოცდილება

რედაქტირება

1994-1999 წლებში ფასიანი ქაღალდების საბჭოს წევრი, 1995-2000 წლებში საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს წევრი. არის ამერიკის ეკონომიკის ასოციაციის წევრი.

სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა

რედაქტირება

1995 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების და საბანკო საქმის კათედრაზე დოცენტად, მოწვეულ პროფესორად, ასოცირებულ პროფესორად, 2009-2014 წლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორად და სრულ პროფესორად. 2014 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფინანსების და საბანკო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი.

კვლევები და პუბლიკაციები

რედაქტირება

ლევან ქისტაური არის ეკონომიკის, მაკროეკონომიკული და მონეტარული პოლიტიკის, საფინანსო და საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო ბიუჯეტის, საბანკო საკითხების თაობაზე ორმოცდაათამდე წიგნის, სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი.

თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება