ლევან ქარუმიძე
ლევან ქარუმიძე (დ. 29 ივნისი, 1987) — ქართველი პოლიტიკოსი.
ლევან ქარუმიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 ივნისი, 1987 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
ბიოგრაფია
რედაქტირება2009 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. 2009-2011 წლებში იყო საქართველოს კარიტასის პროგრამის ოფიცერი. 2011-2012 წლებში იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროგრამის კოორდინატორი, 2012-2013 წლებში კი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორის თანაშემწე. 2014-2020 წლებში იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის უცხოურ მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლევან ქარუმიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.