ლევან ფრუიძე
ლევან ფრუიძე (დ. 24 თებერვალი, 1933, სოფელი ქვედა ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი, — გ. 17 ნოემბერი, 2021) — ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი.
ლევან ფრუიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 თებერვალი, 1933 |
დაბადების ადგილი | ქვედა ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | გორის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1959 წელს დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი პარტია „სამშობლო“. წვლილი შეიტანა მევენახეობის აღორძინებასა და ქართული ხორბლის ჯიშების პოპულარიზაციაში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლევან ფრუიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან ფრუიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი