ლევან რჩეულიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რჩეულიშვილი.

ლევან რჩეულიშვილი (დ. 27 თებერვალი, 1909, ხოვლე — გ. 1986) — ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1932 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1936 წლიდან იყო ხელოვნების მუზეუმის "მეტეხის", 1941-1986 წლებში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1954-1986წწ. - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი. იკვლევდა შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას, XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას. ვ. ბერიძესა და ზ. ქურდიანთან ერთად გამოსცა წიგნი "თბილისი" (რუს. ენაზე, მოსკოვი, 1951), არქიტექტურის ისტორიკოსთა ჯგუფთან ერთად მოამზადა მონოგრაფია "თბილისის მეტეხის ტაძარი" (თბ., 1969); გამოკვლეული აქვს 1930-იან წლებში განადგურებული ე. წ. "გუბერნატორის სახლი" (ახლანდელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე), საგანგებოდ შეისწავლა ძველი თბილისის სახე ე. ახვლედიანის შემოქმედებაში (ე. ახვლედიანის "ძველი თბილისი", თბ., 1965).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება