ლევან ბატონიშვილი
ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) († 1709) — ქართლის მეფის ვახტანგ V-ის შვილი. ვახტანგ VI-ის მამა და სულხან-საბა ორბელიანის მამიდაშვილი. ცოლად ჰყავდა ქაიხოსრო I გურიელის ასული თუთა. ძმის, გიორგი XI-ის ირანში გაწვევის დროს, 1676-1677 და 1703 წლებში იყო ქართლის გამგებელი (ჯანიშინი).
ბერი ეგნატაშვილის შეფასებით:
„ლევან იყო ბრძენი და მეცნიერი, შორდამნახავი საქმისა და განსწავლული სამეცნიერო წიგნით.[1]“
|
1678 ირანში გაიწვიეს, გაამაჰმადიანეს და შაჰ ყული-ხანი უწოდეს. დაინიშნა ქირმანის ნაიბად. შაჰის დავალებით ხელმძღვანელობდა ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ ირანის მდივანბეგობაც მიიღო. 1708 წელს უგზავნის რომის პაპს კლემენტ XI-ს წერილს, სადაც უცხადებს მას საკუთარ მორჩილებას, რასაც მოგვიანებით მისი ვაჟნი, ქაიხოსრო და ვახტანგი (ვახტანგ VI) გაიმეორებენ. ლევან ბატონიშვილი მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს, იყო სულხან-საბა ორბელიანის მიერ ქართული ლექსიკონის შედგენის ერთ-ერთი ხელშემწყობი. მას შეუდგენია „ვედრება“ იოანე ნათლისმცემლის, პეტრეს, პავლესა და სხვათა წმინდანებისადმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქავთარია მ., ლევანი-ქართლის ჯანიშინი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXV, № 4, 1960;
- ჯავახიშვილი ნ., ქართლის სამეფოს ბაგრატოვან მმართველთა ქრონოლოგიური რიგის დაზუსტებისათვის, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, შრომები, XVI, თბ. 2020, გვ. 125
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება. ტ. II, თბ. 1959, გვ. 435