კლემენტ XI
კლემენტ XI (ლათ. Clemens Undecimus) (ერიკაცობაში ჯოვანი ფრანჩესკო ალბანი, იტალ. Giovanni Francesco Albani; დ. 22 ივლისი 1649, ურბინო, იტალია — გ 19 მარტი 1721, რომი, იტალია) — ალბანური წარმოშობის[1] იტალიელი რომის პაპი 1700-1721 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლული ძველ ენებსა და სამართალმცოდნეობაში. კარდინალი 1690 წლიდან, პაპად აირჩიეს 1700 წლის 23 ნოემბერს. დაგმო და მოკვეთა ეკლესიას იანსენისტების მოძრაობა და იყო ლუი XIV-ის მომხრე ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში ავსტრიის წინააღმდეგ. კლიმენტი XI-მ გულითადად მიიღო სულხან-საბა ორბელიანი, რაც ამ უკანასკნელს დაწვრილებით აქვს აღწერილი ნაწარმოებში „მოგზაურობა ევროპაში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Rendina, Claudio (1983). I papi. Storia e segreti. Rome: Netwon & Compton, გვ. 586–588.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კლემენტ XI“ ვიკისაწყობში.
- კლემენტ XI დაარქივებული 2013-04-11 საიტზე Wayback Machine. — Allvatican.ru
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Frazee, Charles (2006). Catholics and Sultans: The Church and the Ottoman Empire 1453–1923. Cambridge University Press, გვ. 167–168. ISBN 9780521027007. "...since the pope was of Albanian ancestry (demonstrated by his name of Albani)."
წინამორბედი: ინოკენტი XII |
რომის პაპი 1700 — 1721 |
შემდეგი: ინოკენტი XIII |