ლევან მებონია

ქართველი ინჟინერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლევან მებონია (დ. 23 ოქტომბერი, 1956, წალენჯიხა, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ინჟინერი და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის ენგურის კაშხლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

ლევან მებონია
ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – დღემდე

დაბადებული23 ოქტომბერი, 1956 (1956-10-23) (68 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაინჟინერი

განათლება

რედაქტირება

ლევან მებონიამ 1978 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, მოგვიანებით 2014–2018 წლებში ამავე მიმართულებით აიღო დოქტორის ხარისხი. 1981 წელს გაიარა სარელეო დაცვისა და ავტომატიკის კურსი სანქტ-პეტერბურგში, კვალიფიკაციის ამაღლების კურსი გაიარა მოსკოვშიც, ხელმძღვანელი მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების საკავშირო ინსტიტუტში 1985 წელს.

ადრეული კარიერა

რედაქტირება

1979–1981 წლებში მუშაობდა მშენებარე ენგურჰესის ელექტრო საამქროს ინჟინრად, შემდგომ 1981–1984 წლებში იყო ელექტრული ლაბორატორიის უფროსი, 1984–1991 წლებში მუშაობდა ენგურის ჰესების კასკადის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად. შემდგომ კი ენგურის ჰესების კასკადის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, ხოლო 1992 წელს დაინიშნა „ენგურჰესის“ მთავარ ინჟინრად. 2001–2002 წლებში „ენგურჰესის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2003 წლამდე კი დირექტორი. 2005 წლიდან არის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

წვლილი და მიღწევები

რედაქტირება

მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარობის პერიოდში ჩატარდა ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სიდიდიდან გამომდინარე, მიმდინარეობდა სამ ეტაპად, პირველი ეტაპი 2003-დან 2009 წლამდე გაგრძელდა. სწორედ ამ დროს სამი აგრეგატის რეაბილიტაცია მოხდა, დანარჩენ ელექტრომოწყობილობებს კი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. გარდა ამისა, 2006 წელს, ენგურჰესის კაშხლისა და სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. შესაბამისად, 2015 წელს რეაბილიტაციის სამი ფაზა დასრულდა, მეოთხე ეტაპი კი 2016 წელს დაიწყო და გარკვეული სამუშაოები 2020–2021 წლებშიც დაემატა. ამ ყველაფრის შედეგად ენგურჰესი და ვარდნილჰესი დღეს გამართულად მუშაობს.

ჯილდოები

რედაქტირება

ლევან მებონია არის ორგზის ღირსების ორდენის მფლობელი, მას 2009 წელს გადაეცა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_მებონია“-დან