გორვანელი
გორვანელი, ლევან გოგაბერიშვილი (დ. 1 აგვისტო, 1995, ზედა გორა, ვანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ფილოსოფოსი, პოეტი და არტკრიტიკოსი. 2017 წლიდან საზოგადოება „ქუთაისელის“ წევრი. 2019 წლიდან საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ქუთაისის ფილოსოფოსთა კლუბის დამფუძნებელი.[2]
გორვანელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 აგვისტო, 1995[1] (29 წლის) |
დაბადების ადგილი | ზედა გორა, ვანის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
ფსევდონიმი | გორვანელი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ბიოგრაფია
რედაქტირება2018 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იქვე გაიარა სამაგისტრო პროგრამა და 2020 წლის ივლისში მიენიჭა ფილოსოფია-რელიგიის კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2014 წელს საზოგადოებრივ-კულტურულ პროცესებში აქტიურად ჩაერთო და მეგობრებთან ერთად დააფუძნა პოეზიის ჯგუფი „ედელვაისი“, რომელშიც 5 წევრი შედიოდა. ჯგუფმა 10 თვე იარსება და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის ლიტერატურულ განვითარებაში; 2014-2017 წლებში გამართა პოეზიის არაერთი საღამო. არის 9 საუნივერსიტეტო და 14 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 58 სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატიის ავტორი; 2016 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული „არსებობის ეიდოსი“. იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში;
2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ორი წიგნი: წერილების, ესეებისა და მეცნიერული კვლევების კრებული „ატარაქსია“ და მოთხრობების კრებული „ფაიუმის პორტრეტი“, ამავე წლის დასაწყისში, დააფუძნა მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალი „აფინაჟი“ და მისი მთავარი რედაქტორია.
პრემიები
რედაქტირება- 2019 წელს მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი პოეტები, ენციკლოპედია, თბ., 2021, გვ. 96-97