ლევან ბოლქვაძე
ლევან ბოლქვაძე (დ. 25 იანვარი, 1924, ტფილისი, სსრკ ― გ. 20 ივნისი, 1986, თბილისი) ― ქართველი მწერალი, ფილოლოგი, მთარგმნელი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი (1987).
1940–1945 წლებში ლევან ბოლქვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. 21 წლის ასაკში იგი დააპტიმრეს, რის შემდეგაც 8 წლით „გულაგში“ გაუშვეს, სადაც ალექსანდრე სოლჟენიცინთან ერთად იჯდა. შემდეგი 3 წელიც გადასახლებაში გაატარა. 1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია. 1956 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1963–1966 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე მასწავლებლად. 1966 წლიდან იყო ქართული ენციკლოპედიის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი, 1969 წლიდან ქართული ენციკლოპედიის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის გამგე.
შემოქმედება და თარგმანები
რედაქტირებალევან ბოლქვაძემ დაწერა მხოლოდ ერთი წიგნი, „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ — პოლიტიკური სატირა იმდროინდელ ხელისუფლებასა და წყობილებაზე. წიგნი 1978 წელს გამომცემლობა „ნაკადულში“, მაშინდელი დირექტორის, არჩილ სულაკაურის თაოსნობით გამოიცა. ბოლქვაძეს აგრეთვე ეკუთვნის პიესა „უცნაური სტუმრები“, რომელიც 1961 წელს დაიდგა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში.
ლევან ბოლქვაძეს ნათარგმნი აქვს ბორის პასტერნაკის „წერილები ქართველ მეგობრებს“ (1961), კაზის საიას „ჯადოსნური სათვალე“ (1974), ივანე ტურგენევის „მუმუ“ (1982) და ერნესტ ტომპსონ სეტონის ორი ნაწარმოები „როლფი ტყეში“ და „პატარა ველურები“ (1988).