ერნესტ ტომპსონ სეტონი

ერნესტ ტომპსონ სეტონი (დ. ერნესტ ევენ ტომპსონი[1], 14 აგვისტო, 1860 — გ. 23 ოქტომბერი, 1946) — ამერიკელი ავტორი, ბუნებისმეტყველი, მხატვარი, Woodcraft Indians-ის დამაარსებელი (1902, შემდეგში ცნობილი როგორც Woodcraft League of America) და Boy Scouts of America-ის (BSA) ერთ-ერთი დამაარსებელი (1910). სეტონმა გავლენა მოახდინა ლორდ რობერტ ბადენ-პაუელზე, რომელმაც 1907 წელს სკაუტთა მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. მის ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა: The Birch Bark Roll და Boy Scout Handbook (ბიჭ სკაუტთა სახელმძღვანელო). ამერიკის ბიჭი სკაუტების ტრადიციებში ამერიკელ ინდიელთა ელემენტების დანერგვა მისი დამსახურებაა.

ერნესტ სეტონ ტომპსონი
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1860
საუთ შილდსი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 23 ოქტომბერი, 1946(1946-10-23)
სეტონ ვილეჯი, აშშ
სხვა სახელები ერნესტ ევან ტომპსონი, ერნესტ სეტონ-ტომპსონი, „შავი მგელი“, „ბელადი“
პროფესია სკაუტთა მოძრაობის დამაარსებელი
საქმიანობა მწერალი, ბუნებისმეტყველი

ერნესტ ტომპსონ სეტონი დიდხანს პრერიებში ცხოვრობდა და ცხოველთა სამყაროს აკვირდებოდა. 1890-1896 წლებში სეტონმა პარიზის სალონებში ცხოველთა ცხოვრების ამსახველი მრავალი ტილო გამოფინა. სეტონის კალამს ეკუთვნის მრავალი წიგნი: „მხეცები, რომელთაც მე შევიცნობ“, „დევნილთა ცხოვრება“, „პატარა ველურები“, „როლფი ტყეში“ და სხვ. ტომპპსონ სეტონი თავად ასურათებდა წიგნებს.[2]

  1. Seton, Ernest Thompson Trail of an Artist-Naturalist. WindRush Publishers, გვ. 7. ISBN 978-0-9859097-6-5. 
  2. სეტონ-თომპსონი, ე. (1988). როლფი ტყეში; პატარა ველურები. თბილისი: ნაკადული.