ლევან ბეჟანიძე
ლევან ბეჟანიძე (დ. 14 ნოემბერი, 1957) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016-2020 წლებში.
ლევან ბეჟანიძე | |
საქართველოს პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 11 დეკემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
დაბადებული | 14 ნოემბერი, 1957 ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | კრასნოიარსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1957 წლის 14 ნოემბერს. 1975-1981 წლებში სწავლობდა კრასნოიარსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1974-1975 წლებში იყო კრასნოიარსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფოს სანიტარი. 1981-1982 წლებში იყო სამშობიარო სახლის ინტერნი. 1982-1983 წლებში იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი. 1983 წელს იყო ბათუმის №3 საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი. 1983-1986 წლებში იყო სამშობიარო სახლის ექიმი ორდინატორი. 1986-1988 წლებში — აკაკი ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1988 წლიდან არის ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმი მეან-გინეკოლოგი, განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი და დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლევან ბეჟანიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან ბეჟანიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)