ლგბტ უფლებები საქართველოში
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საქართველო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ერთადერთია, რომელიც პირდაპირ კრძალავს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას კანონმდებლობით. ამისდა მიუხედავად, ჰომოსექსუალობა ითვლება მართლმადიდებლური ღირებულებებიდან დიდ გადახვევად.
ერთსქესიანი სექსუალური აქტების ლეგალურობა
რედაქტირება1933 წელს საბჭოთა კავშირის კრიმინალურ კოდექსს დაემატა 121-ე მუხლი, რომელიც კრძალავდა კაცების ჰომოსექსუალობას. „დამნაშავეები“ ხუთ წლამდე ვადით ხვდებოდნენ შრომა-გამოსასწორებელ ციხეში. ისტორიკოსების აზრით, ამ კანონით იოსებ სტალინს სურდა ქვეყანაში შობადობის კოეფიციენტის გაზრდა. ამ კანონს ასევე აქტიურად იყენებდნენ დისიდენტურ მოძრაობების ორგანიზიებაში მხილებული ინდივიდების დასასჯელად. 1991 წლიდან საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რის გამოც ამ კანონონით აღარავინ ისჯებოდა. 2000 წელს საქართველოს მთავრობამ განაახლა კრიმინალური კოდექსი, რათა ევროსაბჭოს სტანდარტებს მიახლოებოდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლების თანახმად როგორც ჰეტეროსექსუალ, ასევე ჰომოსექსუალ ადამიანებს 16 წლიდან აქვთ სექსზე ნებართვის გაცემის უფლება.
დისკრიმინაციისგან დაცვა
რედაქტირება2006 წლიდან, საქართველოს შრომის კოდექსის მუხლი 2(3) კრძალავს დისკრიმინაციას სამუშაო სივცრეში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. 2012 წლიდან სექსუალობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული სასამართლოზე უფრო მკაცრი სასჯელის მინიჭების მიზეზი შეიძლება გახდეს.
2014 წლის 2 მაისს პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც გმობს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ყველა სახის დისკრიმინაციას. ის ძალაში შევიდა 2014 წლის 7 მაისს.
სიძულვილით გამოწვეული დანაშაული
რედაქტირება2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ინიციატივის თანადგომის ჯგუფის (WISG) ჩატარებული კვლევის მიხედვით ლგბტ პირთა 32% ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, 89.93% კი ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი.[1] საშუალოდ, 134 ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიდან 73.13% გამხდარა ასეთი ძალადობის მსხვერპლი სამჯერ ან მეტჯერ, 13.43% - ორჯერ, 13.43% - ერთხელ. რესპონდენტებიდან 6 არასრულწლოვანი იყო (16-18 წლის). ექვსივეს თქმით ისინი ხშირად გამხდარან სკოლაში ბულინგის მსხერპლნი. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 48 რესპონდენტიდან 73%-ს არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის. ამის მიზეზად ასახელებენ შემდეგ ფაქტორებს: პოლიციის არაეფექტურობა - 21.62%, ჰომოფობიური მოპყრობის შიში - 29.73%, პოლიციის არასერიოზული დამოკიდებულება საკითხის მიმართ - 21.62%. მათ შორის, ვისაც მიუმართავს პოლიციისთვის, 46.15% უკმაყოფილო იყო თავიანთი გადაწყვეტილებით, რადგან პოლიცია ჰომოფობიურად მოებყრო, 30%-ის თქმით პოლიცია მეგობრულად მოეპყრო, 23.08% აცხადებს რომ პოლიციას ჰქონდა ნეიტრალური განწყობა.
ტრანსგენდერთა იდენტობა
რედაქტირება2008 წლიდან ტრანსგენდერ ადამიანებს საქართველოში შეუძლიათ ოფიციალურ დოკუმენტებში სქესისა და სახელის შეცვლა სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთების შემდეგ.
ლგბტ პირთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება
რედაქტირება2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშვნელად გამოსული 50-მდე აქტივისტი 20 000-მდე ულტრა-კონსერვატორმა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლმა დაარბია, რომლებსაც წინ სასულიერო პირები მიუძღოდნენ. დაშავდა 17-ზე მეტი. პოლიციამ ლგბტ აქტივისტები სამარშრუტო მინი-ავტობუსების დახმარებით მრევლს გაარიდა.
2014 წლის 17 მაისიდან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი და საქართველოს პატრიარქის დაარსებული „ოჯახის სიწმინდის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში პარალელურ რეჟიმში აღინიშნება.
საზოგადოების დამოკიდებულება
რედაქტირებაგამოკითხვების თანახმად რესპონდენტების უმეტესობას ურჩევნია ლოთი კოლეგა, ჰომოსექსუალ კოლეგას სამუშაოზე. იგივე გამოკითხვებით მოსახლეობის 91.5% ფიქრობს რომ ჰომოსექსუალობა „სავსებით მიუღებელია“ მათთვის.[2]
2007 წლის ოქტომბერში, რუსთავი 2-ის რეალითი შოუ ბარი-4-ის ერთ-ერთმა მონაწილემ, პაკო ტაბატაძემ პროდიუსერების დავალებით საჯაროდ გააკეთა განაცხადი თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ (კამინგ-აუტი). საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერის, ილია მეორის თხოვნის შემდეგ, პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აიძულა შოუს პროდიუსერები რამდენიმე დღეში დაეტოვებინა გეი კონკურსანტს სატელევიზიო შოუ.[3]
2016 წლის ივნისში ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგების თანახმად საზოგადოების დამოკიდებულება გეი და ლესბოსელი ადამიანების მიმართ ერთნაირად ნეგატიურია; ბისექსუალი კაცებისა და ტრანსგენდერი ქალების მიმართ უფრო ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას, ვიდრე ბისექსუალი ქალებისა და ტრანსგენდერი კაცების მიმართ.[1] კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქართველებში ბიფობია შედარებით უფრო მძაფრია, ვიდრე ჰომოფობია, რასაც ბისექსუალების ორიენტაციის „ცვალებადობით“ ხსნიან. ტრანსფობიას რაც შეეხება, მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო ტრანსფობები არიან, ვიდრე მდედრობითი სქესისანი. რესპონდენტთა პასუხების დიდი ნაწილი აიხსნება მათი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებით. მემარჯვენე რელიგიური ფუნდამენტალისტები უფრო ხშირად ავლენენ ჰომოფობიურ, ბიფობიურ და ტრანსფობიურ დამოკიდებულებებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-04. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ http://www.eurasianet.org/node/62902
- ↑ http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=6816&lang=geo