ფორბიის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ლა ფორბის ბრძოლა)
ფორბიის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი

ფორბიის ბრძოლა, მათე პარიზელის Chronica Majora-დან.
თარიღი 17—18 ოქტომბერი, 1244
მდებარეობა დღევანდელი ღაზის სექტორი
შედეგი აიუბიდების გამარჯვება
მხარეები
იერუსალიმის სამეფო
ტამპლიერები
ჰოსპიტალიერები
ტევტონტა ორდენი
წმინდა ლაზარეს ორდენი
დამასკოსა და ელ-კარაკის აიუბიდები
აიუბიდები
ხვარაზმელი დაქირავებულები
მეთაურები
გოტიე IV დე ბრიენი
არმან დე პერიგორი
ას-სალიჰ ისაილი
ან-ნასირ დაუდი
ალ-მანსურ იბრაჰიმი
რუქნ-ად-დინ ბეიბარსი
ძალები
დაახ. 11 000 5000 კავალერია, 6000-ზე მეტი ფეხოსანი
დანაკარგები
7500 უცნობია
ფორბიის ბრძოლა ვიკისაწყობში

ფორბიის ბრძოლამეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდგომი ბრძოლა. გაიმართა 1244 წლის 17-18 ოქტომბერს ერთი მხრივ, ჯვაროსნებისა და დამასკოს აიუბიდების გაერთიანებულ არმიასა და მეორე მხრივ, ეგვიპტის აიუბიდებს შორის.

ბრძოლა დაიწყო 17 ოქტომბრის დილას, ამ შეტაკებაში ეგვიპტელებთან ერთად ქრისტიანი რაინდებიც ჩაებნენ. ეგვიპტელებმა დაიკავეს თავიანთი პოზიციები. 18 ოქტომბრის დილას ბეიბარსმა განაახლა ბრძოლა და ხვარაზმელები გამოიყვანა დამასკოს ცენტრის მოკავშირე ხაზების წინააღმდეგ საბრძოლველად. ცენტრი გაარღვიეს გააფთრებული შეტევის შედეგად, რის შემდეგაც ხვარაზმელებმა დაარტყეს მოკავშირე ჯარების მარცხენა ფლანგს და სწრაფად მიმოფანტეს ბედუინები. ამირას კავალერია თითქმის მთლიანად განადგურდა. ალ-მანსულ-იბრაჰიმმა ბრძოლის ველიდან გაიყვანა 280 გადარჩენილი ჯარისკაცი, მისი ძალებიდან სულ ეს გადარჩა. ხვარაზმეების მრისხანე შეტაკების შედეგად ჯვაროსნების ფლანგი შეერია მამლუქების ფლანგს, რომლებიც მათ წინაშე იდგა და თავდაპირველად წარმატებას მიაღწია, რითაც გამოიწვია ბეიბარსის აღშფოთება. ჯვაროსნებზე ხორეზმელების ზეწოლამ გამოიწვია კარგად შეიარაღებულ რაინდთა – ფეხოსანთა რაზმში არეულობა. ამ ბრძოლაში დაიღუპა 5000 ჯვაროსანი, 800 კი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის გოტიე IV დე ბრიენი. ბრძოლას გადაურჩა 33 ტამპლიერი, 27 ჰოსპიტალიერი და 3 ტევტონის ორდენის რაინდი. ფილიპ დე მონფორი და იერუსალიმის პატრიარქი გაიქცნენ ასკალონში. ტამპლიერების მაგისტრი არმან დე პერიგორი, ტირის მთავარეპისკოპოსი, ლიდიისა და რამლის ეპისკოპოსები ბრძოლაში დახოცეს.

შედეგები

რედაქტირება

პაპმა ინოკენტი IV-მ 1245 წელს, ლიონის პირველ საეკლესიო კრებაზე ხალხს მოუწოდა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ, მაგრამ ფრანგებს არ შეეძლოთ აღედგინათ თავისი ძალაუფლება წმინდა მიწაზე. იერუსალიმის სამეფო აღმოჩნდა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ფორბიასთან ბრძოლის შემდეგ ვიდრე მანამდე იყო. მათ ვერ შეძლეს გამოეყვანათ იმდენივე დიდი ჯარი როგორც ჰატინის ბრძოლაში და მეტად აღარ ჩაუტარებიათ შეტევითი ოპერაციები. გამარჯვება არ იყო წარმატებული აიუბიდებისთვის. ხვარაზმელები აჯანყდნენ, მაგრამ 1246 წელს დაამარცხა ელ-მანსურმა. რუქნ-ად-დინ ბეიბარსი შეუერთდა ხვარაზმელებს და მოგვიანებით ალ-სალიჰ აიუბიდის ციხეში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Robert Payne (1985). The Dream and the Tomb. Stein and Day/Publishers. ISBN 0-8128-6227-9.
  • Joseph Drory (September 2003). «Al-Nasir Dawud: A Much Frustrated Ayyubid Prince». Al-Masaq 15 (2): 161—187.