ლა-ჩორერა (ესპ. La Chorrera) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ცენტრალურ პანამაში, დედაქალაქ პანამიდან 30 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით. წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს.

ქალაქი
ლა-ჩორერა
La Chorrera

ჩანჩქერი ელ-ჩორო-დე-ლა-ჩორერა
დროშა გერბი

ქვეყანა პანამის დროშა პანამა
პროვინცია პანამა
კოორდინატები 8°52′45″ ჩ. გ. 79°46′56″ დ. გ. / 8.87917° ჩ. გ. 79.78222° დ. გ. / 8.87917; -79.78222
დაარსდა 12 სექტემბერი, 1855
ფართობი 337 კმ²
მოსახლეობა 68 896 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC-5
ლა-ჩორერა (პანამა) — პანამა
ლა-ჩორერა (პანამა)

ლა-ჩორერა ცნობილია თავისი საერთაშორისო ბაზრობით. აქვე იწარმოება ქვეყნის ხე-მასალის დაახლოებით 2 %.

გეოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება

ქალაქის კლიმატი ცხელი ტროპიკულია. მაისიდან ნოემბრამდე იცის თავსხმა ტროპიკული წვიმები, რაც ხელს უწყობს ვრცელი საძოვრების არსებობას და შესაბამისად, მეცხოველეობის განვითარებას. ნაყოფიერ მიწაზე მოდის მრავალი კულტურა.

მდებარეობა

რედაქტირება

ლა-ჩორერა მდებარეობს პანამერიკულ გზატკეცილზე, კაპირისა და არაიხანის რაიონებს შორის, წყნარი ოკეანის სანაპიროდან დაახლოებით 7 კილომეტრში.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

დაზუსტებით არაა ცნობილი თუ საიდან მომდინარეობს სახელწოდება „ლა-ჩორერა“, მაგრამ სავარაუდოდ ის უკავშირდება რაიონში არსებულ მრავალ ჩანჩქერს, რომელთა შორისაცაა: ელ-ჩორო-დე-ლა-ჩორერა, ელ-ჩორო-ტრინიდადი, ელ-ჩორო-დე-კანოა-კებრადა და ა. შ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება