ლა-პასი (ესპ. La Paz) — ქალაქი სამხრეთ ურუგვაიში, კანელონესის დეპარტამენტში. იგივე სახელი ეწოდება მუნიციპალიტეტს, რომელსაც ის მიეკუთვნება.

ქალაქი
ლა-პასი
La Paz
ქვეყანა ურუგვაის დროშა ურუგვაი
დეპარტამენტი კანელონესი
კოორდინატები 34°45′42″ ს. გ. 56°13′24″ დ. გ. / 34.76167° ს. გ. 56.22333° დ. გ. / -34.76167; -56.22333
დაარსდა 1872
ცენტრის სიმაღლე 50±1 მეტრი
მოსახლეობა 50 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი +598 2
საფოსტო ინდექსი 90100
ლა-პასი (ურუგვაი) — ურუგვაი
ლა-პასი (ურუგვაი)

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს მონტევიდეოს დეპარტამენტის საზღვრიდან 2,5 კილომეტრში, მიეკუთვნება მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალს.

ესპანელი მოსახლეები აქ 1758 წელს დასახლდნენ, როდესაც მათთვის მიწების გადანაწილება მიმდინარეობდა. 1868 წელს გაიყვანეს რკინიგზა, 1872 წელს კი დაარსდა სოფელი ლა-პასი.[1] 1925 წლის 15 მაისს „ვილიას“ (პატარა ქალაქი) სტატუსი მიიღო, 1957 წლის 19 დეკემბერს კი სტატუსი ამაღლდა და ეწოდა „სიუდადი“ (ქალაქი).[2]

არეალი ცნობილი იყო მევენახეობითა და აგროინდუსტრიით. არსებობდა მარმარილოსა და გრანიტის საბადოები, რომელსაც მონტევიდეოსა და არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის მშენებლობებში იყენებდნენ. ამ საბადოებმა ბევრი იტალიელი იმიგრანტი მოიზიდა. გრანიტის ექსპლუატაცია დღემდე გრძელდება. ქალაქი ასევე ცნობილია მეხორცეობით.

მოსახლეობა

რედაქტირება

2011 წლის აღწერის მონაცემებით, ლა-პასის მოსახლეობა 20 524 ადამიანს შეადგენდა.[3]

წელი მოსახლეობა
1908 2,505
1963 13,226
1975 14,653
1985 16,209
1996 19,547
2004 19,832
2011 20,524

წყარო: ურუგვაის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Statistics of urban localities (1908–2004) (PDF). INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2012.
  2. Ley Nº 12.477. República Oriental del Uruguay, Poder Legislativo (1957). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2012.
  3. Censos 2011 Cuadros Canelones. INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 August 2012.