ლაშქარ-ნადირობა
ლაშქარ-ნადირობა — ძირითადი ვასალური მოვალეობა ფეოდალურ საქართველოში. საქართველოს სამეფოში ყველა ვასალი მოვალე იყო მონაწილეობა მიეღო ლაშქრობასა და ე. წ. „სანადიროდ გალაშქრებაში“ ანუ სამეფო ნადირობაში, რომელიც საომარი წვრთნისა და მანევრების როლს ასრულებდა. არაფეოდალთაგან ლაშქარ-ნადირობა ევალებოდა მსახურთა წოდებას. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს.) ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებთან ერთად სიუზერენული უფლებები მოიპოვეს სამცხის, ოდიშისა და გურიის მთავრებმაც. საერთო-ქართული ლაშქარ-ნადირობა მოიშალა. XVII საუკუნის I ნახევრიდან გახშირდა გლეხთა მოლაშქრეობა, ხოლო 1774 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფოში ყველა გლეხი ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო ლაშქრობაში. ამავე დროიდან გაუქმდა სამეფო ნადირობაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხატარაიშვილი ქ., ნარკვევები სამხედრო საქმის ისტორიიდან ფეოდალურ საქართველოში, თბ., 1979;
- ჩხარტიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 149.