ლაშა ნაცვლიშვილი

საქართველოს პროკურატურის გამომძიებელი, პროკურორის თანაშემწე

ლაშა ნაცვლიშვილი (დ. 5 თებერვალი, 1966, ლაგოდეხი)[2]ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

ლაშა ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1966 (1966-02-05) (58 წლის)
დაბადების ადგილი ლაგოდეხი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო (2012-მდე)[1]

1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1990-1999 წლებში იყო საქართველოს პროკურატურის გამომძიებელი, პროკურორის თანაშემწე. 1999-2001 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამმართველოს უფროსი. 2001–2003 წლებში იკავებდა უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობას.[3]

2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლაგოდეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. 2011-2012 წლებში იყო საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დეპარტამენტის უფროსი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

2012 წლის 30 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან მინისტრის პირველ მოადგილედ (ამიტომ შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება), ხოლო იმავე წლის 27 ნოემბერს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.[3] 2013 წლის ნოემბერში დატოვა აღნიშნული თანამდებობა.[4] 2017 წელს, თანამოაზრეებთან ერთად დააარსა შემოქმედებითი სტუდია (შემდგომში — ტელევიზია) „პოსტივი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2018 წლის აგვისტომდე. 2018-2021 წლებში იყო პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 2021 წლის 21 თებერვალს განაცხადა, რომ „დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით“ ბრუნდებოდა ტელეკომპანია „პოსტივიში“ და „უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით“ დაიცავდა „2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს“, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ დაადასტურა, რომ ტელეკომპანიაში საქმიანობას წყვეტდა და „ბრძოლას ახალ ამპლუაში განაგრძობდა“.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ლაშა ნაცვლიშვილი - პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არ ვარ და შესაბამისად, ვერც პოლიტსაბჭოს წევრი ვიქნები“. 1tv.ge. 16 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. ლაშა ნაცვლიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-17. ციტირების თარიღი: 2020-10-13.
  3. 3.0 3.1 „ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გახდა“. civil.ge. 27 ნოემბერი, 2012. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და თბილისი პროკურორი დაინიშნენ“. civil.ge. 22 ნოემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. გვაძაბია, მიხეილ (13 მარტი, 2021). „ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ POS TV-ში აღარ იმუშავებს“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)