ლაშა ბექაური

ქართველი ძიუდოისტი

ლაშა ბექაური (დ. 26 ივლისი, 2000, არხილოსკალო, საქართველო) — ქართველი ძიუდოისტი. საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს საქართველოს სახელით. 2020 და 2024[1] წლების ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ასევე არის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული[2]. პირველი ადგილი 2019 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში[3] და ასევე პირველი ადგილი 2019 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში.[4] აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2018 წელსაც გახდა, ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში[5]

ლაშა ბექაური
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ლაშა ბექაური
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 26 ივლისი, 2000 (2000-07-26) (24 წლის)
დაბ. ადგილი არხილოსკალო, საქართველო
სიმაღლე 1,84
წონა 90 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ტოკიო 2020 -90 კგ
ოქრო პარიზი 2024 -90 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო ტაშკენტი 2022 -90 კგ
ვერცხლი დოჰა 2023 -90 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ლისაბონი 2021 -90 კგ
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი
ოქრო ნასაუ 2018 -90 კგ
ოქრო მარაქეში 2019 -90 კგ
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
ოქრო ვანტაა 2019 -90 კგ
კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო სანტიაგო 2017 -73 კგ
კადეტთა ევროპის ჩემპიონატი
ოქრო კაუნასი 2017 -73 კგ
ევროპის ახალგაზრდული თასი
ოქრო ბერლინი 2018 -90 კგ
ბრინჯაო სანქტ-პეტერბურგი 2018 -81 კგ

2019 წლის 8 დეკემბერს, ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელებს ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.[6][7] სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო,[8] შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება ლაშა ბექაურის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით.[9]

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე, 2021 წლის 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ლაშა ბექაურმა ფინალში იაპონელი მურაო დაამარცხა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია
  2. ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია
  3. ლაშა ბექაურის ტრიუმფი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1tv.ge
  4. ლაშა ბექაური ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია 1tv.ge
  5. 18 წლის ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია reginfo.ge
  6. ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს 1tv.ge
  7. მსოფლიო ჩემპიონი, 19 წლის ლაშა ბექაური პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს on.ge
  8. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 1tv.ge
  9. ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით დაიწყო[მკვდარი ბმული] 1tv.ge
  10. „ლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებულია!“. Sportall. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)