ლაუშის ეკლესია და სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი
ლაუშის ეკლესია და სამაროვანი — არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ლაუშის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, საყარაულოს ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია 1-1.5 მეტრი სიმაღლის კედლები. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით და დასავლეთით, იქვე ახლოს, ნატეხი ქვით ნაგები სამი აკლდამაა, საკმაოდ მოზრდლი კოლექტიური სამარხებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 269.